მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა - გაიმართა

მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა - გაიმართა

access_time2021-06-04 15:50:00

4 ივნისს, მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა, დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა - გაიმართა.


საერთაშორისო კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, პოსტპანდემიურ პერიოდში, ცენტრალური ბანკები აღმოჩნდნენ. კობა გვენეტაძემ მიმოიხილა ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, გაატარა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ლიკვიდობის რისკების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ინსტრუმენტების ამოქმედება. ასევე, შემუშავდა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს კაპიტალის ბუფერების გამოყენებას. პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების პარალელურად, ცენტრალური ბანკები მეტად ფრთხილად უნდა მიუდგნენ განხორციელებული დროებითი ღონისძიებების ეტაპობრივი მოხსნის საკითხს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საბანკო ტექნოლოგიების უფრო მეტად განვითარებისა და სერვისების გაციფრულების მნიშვნელობაზე, რაც საბანკო მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურადაა ჩართული ისეთ პროექტებში, რომელთა დანერგვაც გააუმჯობესებს საბანკო ტექნოლოგიებს, მაგალითად, - ღია ბანკინგი, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტები.



სესიაში, რომელიც მთლიანად დაეთმო ცენტრალური ბანკების როლს პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების პროცესში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვის, რუმინეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები.


კონფერენციას, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი ბიზნესის და კომერციული ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის მხარდაჭერის, ცენტრალური ბანკებისა და ზოგადად, საბანკო სისტემის როლის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ მოლდოვისა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. 10 წლის წინ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მოლდოვის ეროვნული ბანკის თანამშრომლები ხშირად გადიან კონსულტაციებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up