“ფინანსთა მინისტრი ასეთ მკაცრ რეგულაციებს მხარს არ უჭერდა, იმედია, პოზიცია არ შეაცვლევინეს“

“ფინანსთა მინისტრი ასეთ მკაცრ რეგულაციებს მხარს არ უჭერდა, იმედია, პოზიცია არ შეაცვლევინეს“

access_time2019-04-24 09:00:00

„მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, იმდენად დიდი ზიანი მიაყენონ ქვეყნის ეკონომიკას, რომ გრძელი ვადის მოსვლას ვეღარ დაველოდოთ“,- „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადებას აფასებს .


როგორც ივანე მაჭავარიანმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. მინისტრის არ სჯერა საბანკო ექსპერტს. გიორგი კეპულაძე სკეპტიკურად უყურებს იმ საკითხს, რომ რეგულაციები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს

 

 

„მე ფინანსთა მინისტრის განცხადება მახსოვს, რომ ის ასეთ მკაცრ რეგულაციებს მხარს არ უჭერდა. იმედია, ამ პოზიციაზე დარჩა ისევ და პოზიცია არ შეაცვლევინეს. რეგულაციებმა გვაჩვენა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესისთვის მძიმე შედეგებია. თუნდაც სამშენებლო ბიზნესის ნაწილში, ტექნიკის მაღაზიების ნაწილში გაყიდვები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. რეგულაციებმა შეიძლება ისეთი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას, რომ გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდეს. ხელოვნური ჩარევა ბიზნესში ყოველთვის უკუშედეგებს იძლევა. ფულის გასესხება და ვალი არც ამ ქვეყანაში მოგონილა და არც ამ საუკუნეში, ეს პრობლემა სულ იდგა. ხელოვნური ჩარევით, ერთი ხელის მოსმით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება, მით უმეტეს, ღარიბ ქვეყანაში. თუ გვინდა დავამარცხოთ ჭარბვალიანობა უნდა დავამარცხოთ მისი გამომწვევი მიზეზი სიღარიბე, ამისთვის აუცილებელია თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა  და რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

 


გიორგი კეპულაძის აზრის იზიარებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, რეგულაციებმა უკვე დააზარალა საბანკო სექტორი, ბიზნესი და მოსახლეობა. ეკონომიკის დოქტორი აცხადებს, რომ რეგულაციები ეკონომიკური ზრდაზე დადებითად არ აისახება.

 

 

„რეგულაციებმა ბიზნეს უარყოფითი შედეგები უკვე მოუტანა. ბიზნესის შემცირება ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულების დონე შემცირდა. ტექნიკის მაღაზიამ შიდა განვადებაზე და ფულის ამოღებაზე არ უნდა იზრუნოს, უნდა იზრუნოს გაყიდვაზე, ფულის ამოღებაზე კი ბანკმა. რა რეგულაციებიც არ უნდა მოიგონოს სახელმწიფომ, ყოველთვის არის შავი ხვრელი, რითაც კერძო სექტორი აუვლის გვერდს რეგულაციებს. ადამიანებს ფულს არ აძლევ იმიტომ, რომ ის სესხს ვერ გადაიხდის, ეს არ არის გამართლება. მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობას რომ  შეეზღუდება, ისინი სხვა ალტერნატივაზე გადავლენ. თავიდან რეგულაციების გატარების მიზეზად ჭარბვალიანობა დაასახელეს, როგორც ყოველთვის ბრძოლა გამოუცხადეს მიზეზს და არა შედეგს“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

 

ირაკლი მაკალათია იმ ორ მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც, მისი აზრით, საბანკო რეგულაციები ამოქმედდა:

 

„გასულ წელს მცირე ბიზნეს 5 პროცენტიდან ერთ პროცენტამდე შეუმცირეს გადასახადი, შემდეგ გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის  კვლევა, რომ საქართველოში ჩრდილოვან ეკონომიკას უჭირავს 54 პროცენტზე მეტი. ანუ ჩრდილოვან ეკონომიკაში მოიაზრება ტაქსები, რეპეტიტორები და ა.შ  თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთა შემოსავლებიც არსად ჩანს. თვითდასაქმებულებს მოტივაცია შეუქმნეს და უთხრეს, რომ დაადასტურონ შემოსავლები რის შემდეგაც შეძლებენ სესხის აღებას. ისინი დარეგისტრირდნენ გადამხდელებად და ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოვიდნენ. ეს მგონია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საბანკო რეგულაციები ამოქმედდა.

 

რეგულაციების ამოქმედების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო დონეზე ჭარბავლიანობასთან დაკავშირებით  სტატისტიკა გაგვიუმჯობესდება. ვთქვათ, ქვეყანაში ჭარბვალიანობა არის 70 პროცენტი, ახლა ბანკი 10 დან 7 ადამიანს სესხს არ მისცემს. სტატისტიკაში აისახება ის, რომ სამმა ადამიანმა რომელმაც აიღო სესხი, სამივემ გადაიხადა. მაქსიმალურ მაჩვენებელზე ავა გადახდის უნარიანობა. სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში ჭარბვალიანობა დაიძლევა , საერთაშორისო ინსტიტუტებს ამ სტატისტიკით თავს მოაწონებენ. შვიდი ადამიანი ამ დროს კერძო მევახშეებთან წავლენ და სხვა გზით იშოვიან თანხას“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.



ბაჩო ადამია




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up