დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინასთან დაკავშირებით — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
ტრასი, რომელიც შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის ემანუელ მაკრონს გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის რანგში ნიუ-იორკში პირველ საგარეო მოგზაურობისას, მოუწოდა თანამოაზრე დემოკრატიებს, იყვნენ მტკიცენი ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ.
გასულ კვირას პუტინმა ჯარების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ბირთვული კონფლიქტის შესაძლებლობა გაზარდა.
”ვფიქრობ, ის არ ელოდა თავისუფალი სამყაროს რეაქციის სიძლიერეს,” - განუცხადა ტრასმა CNN-ს კვირას გადაცემულ ინტერვიუში.
ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის რუსეთზე სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა, — ლიზ ტრასი
წყარო: reuters.com