მოითხოვე თანხა - თიბისი ფეის ინოვაციური სერვისი

მოითხოვე თანხა - თიბისი ფეის ინოვაციური სერვისი

access_time2020-06-09 11:05:10

ფინანსური ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, მოხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა დისტანციური ფინანსური სერვისები, რომელიც მიმზიდველი და კომფორტულია 21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანისთვის.  ფინანსების მართვისა და განკარგვისთვის აღარ გვჭირდება ბანკის დახმარება - დროის დაზოგვით, მოქნილი და მოსახერხებელი ფორმით გადასახადების გადახდა, ონლაინ გადარიცხვები თუ სხვა ფინანსური ტრანზაქციების განცხორციელება დღეს უკვე ყველას შეუძლია.


თიბისი ფეი ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომპანიის სერვისებით მისთვის მოსახერხებელ ფორმატში ისარგებლოს. მომენტალური გადახდების სისტემა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ფართო ქსელის გარდა, ვებ-გვერდით და მობილური აპლიკაციის სახითაც ხელმისაწვდომია. სწორედ მობილურ აპლიკაციაშია გაშვებული ის ბოლო სიახლე, რომელიც თიბისი ფეიმ მომხმარებლებს წარუდგინა. თანხის მოთხოვნა - ასე ჰქვია სრულიად ახალ, საჭირო და გამოსადეგ ფუნქციას, რომლის გამოყენებაც მხოლოდ აპლიკაციაშია შესაძლებელი.


რას გულისხმობს სერვისი - თანხის მოთხოვნა


თიბისი ფეის მობილური აპლიკაციის მომხმარებელს ახალი ფუნქციით - თანხის მოთხოვნით შეუძლიათ სარგებლობა. ეს ინოვაციური სიახლე მოსახერხებელია იმ დროს, როცა თანხას საერთო საქმისთვის აგროვებთ და ყველა თავს იკავებს ამ საქმის ხელმძღვანლობისგან.  ასეთი სიტუაციები კი ყოველდღიურად იქმნება ჩენს გარშემო - იქნება ეს ლანჩის თანხის განაწილება თუ მეგობრის დაბადების დღისთვის ერთობლივი საჩუქრის შეძენა, კინოში ერთად წასვლა თუ ვიქენდზე პიკნიკის მოწყობა. ჩამონათვალი დიდი და ვრცელია, თანხის მოთხოვნის თუ შეხსენების მომენტი კი ყველასთვის ერთნაირად უხერხული. სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა შექმნილი თიბისი ფეის ახალი ფუნქცია - მოითხოვე თანხა.


როგორ ვისარგებლოთ სერვისით - თანხის მოთხოვნა


თანხის მოთხოვნა აპლიკაციაში მარტივი და მოსახერხებელი ფორმითაა წარმოდგენილი. ამისათვის საჭიროა, რომ კონტაქტების სიიდან მიუთითოთ ის პირები, რომელთან ერთადაც აგროვებთ თანხას,  მიუთითოთ გასაყოფი თანხის ოდენობა და აირჩიოთ ღილაკი „მოითხოვე“. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მოთხოვნილი თანხის გაყოფა შესაძლებელია როგორც თანაბრად ისე ინდივიდუალურად თითოეული ადრესატისთვის სხვადასხვა თანხის მითითებით. თანხის მოთხოვნის შესახებ შეტყობინებას მონაწილე პირები SMS-ის სახით მიიღებენ. შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კი ისინი მარტივად შეძლებენ თქვენთვის თანხის გადმორიცხვას. მნიშვნელოვანია, რომ თანხის გადმორიცხვას მომხმარებლები შეძლებენ დამოუკიდებლად იმისგან არიან თუ არა თავად აპლიკაციის მომხმარებლები.

კიდევ ერთი საჭირო ფუნქცია, თანხის მოთხოვნის შეხსენებაა. იმ შემთხვევაში, თუ თანხას ვერ მიიღებთ, უხერხულობის მომენტის თავიდან არიდება მარტივად, შეხსენების ფუნქციის გამოყენებით შეიძლება. ამ და სხვა მრავალფეროვანი სერვისებით თიბისი ფეი ნამდვილად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.



კიდევ რისთვის გამოვიყენოთ თიბისი ფეი


თიბისი ფეის აპლიკაციას კიდევ სხვა უამრავი ფუნქცია აქვს. მისი საშუალებით, ერთ ადგილას, ერთ სივრცეში 1000-ზე მეტი კომპანიის უამრავი სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი. მოხმარებელს სისტემაში რესგისტრაციის შემდეგ შეუძლია გადარიცხოს თანხა, შექმნას გადახდის შაბლონები, ისარგებლოს ელექტრონული საფულით, ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადახდების ისტორია, ამობეჭდოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ა.შ.


თიბისი ფეის გამოყენება ნებისმიერი ბანკის მოხმარებლისთვისაა შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის საბანკო ბარათი გაქვთ, ან საერთოდ გაქვთ თუ არა ბარათი -  ბალანსის შესავსებად მომენტალური ჩარიცხვის აპარატებს გამოიყენებთ. თქვენი ფინანსების მართვას და განკარგვას კი ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ, მთავარია თან მობილური ტელეფონი გქონდეთ. თუ ჯერ კიდევ არ გადმოგიწერიათ თიბისი ფეის აპლიკაცია, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულებს და ისარგებლეთ ონლაინ გადახდების თანამედროვე და მარტივი სისტემით.


გადმოსაწერი ბმული iOS-სთვის - App Store


გადმოსაწერი ბმული ანდროიდისთვის - Play Store


(R)

 


თეგები:
თიბისი ფეი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up