მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები?

მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები?

access_time2021-12-10 00:00:00

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.



რა ხდება?


ე.წ. ბუსტერ-დოზა დღეს საჭიროდ და აუცილებლად ითვლება, რადგან დროთა განმავლობაში აცრილი ადამიანის სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. რნმ ვაქცინების შემთხვევაში (BioNTech / Pfizer და Moderna), როგორც წესი, ეს სრული იმუნიზაციიდან ექვსი თვის შემდეგ ხდება. სხვა ვაქცინის შემთხვევაში კი, რომელიც მხოლოდ ერთ ინექციას საჭიროებს, მაგალითად, როგორიცაა Johnson & Johnson-ი, გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია ბუსტერ-დოზებს რეკომენდაციას კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში უწევს.



რამდენჯერ შეიძლება დამჭირდეს ბუსტერ-დოზა?


ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახლა ჩვენ მოგვიწევს ბუსტერ-დოზა ექვს თვეში ერთხელ ან ყოველ შემოდგომაზე გავიკეთოთ, მაგალითად, როგორც ეს გრიპის აცრის შემთხვევაში ხდება? ამ კითხვაზე პასუხი ექიმებმა ჯერჯერობით არ იციან, რადგან კაცობრიობას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. ბოლოს და ბოლოს, COVID-19 ხომ კაცობრიობისთვის ახალი და აქამდე უცნობი გამოწვევაა.



პრინციპში, სავსებით მოსალოდნელია, რომ ვირუსის ახალ ვარიანტებთან ეფექტიანად გასამკლავებლად COVID-19-ის ამჟამინდელი ვაქცინები მომავალში უნდა შეიცვალოს, როგორც ეს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაში ხდება. უკვე მუშავდება არაერთი ახალი ვაქცინა, რომლებიც ეფექტიანი უნდა იყოს კორონავირუსის დელტა შტამის წინააღმდეგ.



ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თავად პანდემიის მიმდინარეობა შეასრულებს. უცნობია, დასრულდება თუ არა ის მეოთხე ან მეხუთე ტალღის შემდეგ. შესაძლოა, კორონავირუსი ყველა თავისი მორიგი შტამით ენდემური გახდეს და მასთან ბრძოლა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ამასთან, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოპულაციური (კოლექტიური/ ჯოგური) იმუნიტეტის საკითხი. რამდენად მალე შევძლებთ მის მიღწევას? ჩამოყალიბდება თუ არა პოპულაციური იმუნიტეტი აცრის ან ინფექციის მასობრივად გადატანის შედეგად, როგორც ეს ბევრ აფრიკულ ქვეყანაში ხდება? თუ ინფიცირების შემთხვევათა ამჟამინდელი რაოდენობით ვიმსჯელებთ, ეს ევროპაშიც სავსებით შესაძლებელია.




რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები?


იმუნიტეტზე საუბრისას, მხოლოდ ანტისხეულები არ უნდა ვიგულისხმოთ. ამას ამტკიცებს დიდი ბრიტანეთისა და სინგაპურის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგები ნოემბრის დასაწყისში სპეციალიზებულ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. თუმცა ეს მონაცემები ჯერჯერობით განხილული და დადასტურებული არ არის.



მკვლევრებმა შეაგროვეს ჯანდაცვის სფეროს 58 წარმომადგენელი, რომლებიც კოვიდინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფს ეკუთვნოდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი არასდროს დაინფიცირებულან. ანტისხეულების სეროლოგიურმა ტესტებმა 58-ვე ადამიანში ასევე არ გამოავლინა ინფექციის არსებობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანების ამ ჯგუფს, რომელსაც "სერონეგატიურს" უწოდებენ, მეხსიერების უფრო მულტისპეციფიკური T- უჯრედები აქვს.



T- უჯრედები მოქმედებენ რეპლიკაცია-ტრანსკრიფციის კომპლექსის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ ვირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, ამ 58 ადამიანიდან თითოეულს IFl27 პროტეინის მომატებული რაოდენობა აღმოაჩნდა. ეს კორონავირუსით ინფიცირების ძალიან ადრეულ ეტაპზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე მეცნიერები ასკვნიან, რომ ამ 58 ადამიანს აბორტირებული, შეწყვეტილი ინფექცია ჰქონდა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში, სწორედ T-უჯრედებმა შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იყო დაძლეული.



ამავდროულად, გაუგებარია, საიდან და რატომ აქვს ამ 58 ადამიანს T-უჯრედების ასეთი უჩვეულოდ მაღალი დონე. შესაძლოა, ეს მოხდა სხვა კორონავირუსით ადრეული ინფიცირების სტადიაზე ან სულაც გრიპის ვირუსის შედეგად.



როდის გამოჩნდება პოპულაციური იმუნიტეტი?


აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კორონავირუსთან განმეორებითმა შეხებამ, იმ შემთხვევაში, თუ ის ენდემური გახდება და უფრო ნაკლებ ინფექციურ აგენტთან გვექნება შეხება, შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ჩვენი იმუნიტეტი ანტისხეულების ან T- უჯრედების წყალობით გაძლიერდება. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.



თუმცა ჯერჯერობით, პანდემიის ახალი ტალღის ფონზე, მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ არ შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მცირე უყურდღებობაც კი. არავინ უნდა იფიქროს, რომ მას კოროვირუსის მიმართ უკვე ჩამოყალიბებული იმუნიტეტი აქვს, რადგან გაცილებით მაღალია მისი არქონის რისკი.



imedinews.ge


თეგები:
აცრა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up