მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა სიტუაციური სახელმძღვანელოები მოამზადა

მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა სიტუაციური სახელმძღვანელოები მოამზადა

access_time2017-01-25 17:17:15

„ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული აქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია გრძელდება ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მოგების გადასახადის რეფორმაა," - ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითბ ასეთი შეფასება გაკეთდა უწყების ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტი განიხილეს.

 


სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და მათ არ შეექმნათ სირთულეები დეკლარირების პერიოდში.

 


„დღეს საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ვისაუბრეთ მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით და განვიხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელოები, სადაც უკვე პრაქტიკული მაგალითებია მოცემული თუ როგორ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადის ახალი მოდელით ესა თუ ის ტრანზაქცია და ოპერაცია. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელოები გადამხდელებს დაეხმარება უკეთ გაერკვიონ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც უკვე მოქმედებს 1-ლი იანვრიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.


 


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმძღვანელო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით განხორციელებას. მათივე განმარტებით, სიტუაციური სახელმძღვანელოები დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის.

 

 

 

 




m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up