მოგების გადასახადის რეფორმა შესაძლოა გადაიდოს – ბიზნესის ნაწილი ხელისუფლებისა და მსხვილი კომპანიების გარიგებაზე საუბრობს

მოგების გადასახადის რეფორმა შესაძლოა გადაიდოს – ბიზნესის ნაწილი ხელისუფლებისა და მსხვილი კომპანიების გარიგებაზე საუბრობს

person access_time2016-03-21 15:00:19

მოგების გადასახადის რეფორმის გადავადების საკითხზე ფინანსთა სამინისტრო მზადაა დამატებითი კონსულტაციები  გამართოს ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 


„ჩვენ გავეცანით ბიზნესის მხრიდან დღეს გავრცელებულ მიმართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების  გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე,  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

მისივე თქმით, მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორციელების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და შედეგად,  ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.

 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს.  


აღნიშნული შეხვედრების დროს  ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.


ბიზნესკომპანიებს შორის კი მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით პოზიცია გაიყო: მსხვილი ბიზნესი რეფორმის ამოქმედების მომავალი წლის 1 იანვრამდე გადადებას ითხოვს, მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილი კი აცხადებს, რომ ვადების გადაწევა დაუშვებელია და ეს მათ ფინანსურად აზარალებს. მეტიც: გამოითქვა ეჭვი, რომ მოგების გადასახადის ამოქმედების გადაწევასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და მსხვილ ბიზნესს შორის გარიგებაა.



მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების ინიციატივით  საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოვიდა.

 

მათი შეფასებით, რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს.

 

"საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ბიზნესს, აუცილებლად დასჭირდებათ გარკვეული დრო ცვლილებებთან ადაპტაციისათვის"-აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.


რეინვესტირებული მოგების გადასახადის გაუქმების ვადის გადაწევას ეთანხმება საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონიც. მისი თქმით, რეფორმის იმპლემენტაცია საგადასახადო წლის შუაში საკმაოდ პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს. მისი თქმით, კომპანიების მიერ მათ საბუღალტრო საქმიანობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისათვის ჯერ ძალიან ადრეა. გარდა ამისა, საიმისოდ, რომ კომპანიები მოემზადონ ცვლილებებისათვის, მათ თავიანთი ფინანსური წლის „დახურვა" ორჯერ - ზაფხულში და ახალი წლისთვის, მოუწევთ. „ამდენად, ჩვენ გთავაზობთ, რომ კანონი მიღებულ იქნას მიმდინარე წელს, თუმცა მისი იმპლემენტაცია დაიწყოს 2017 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული ქმედება საშუალებას მისცემს ბიზნეს საზოგადოებას, დაგეგმოს ცვლილებები და მოამზადოს თანამშრომლები. ეს დრო, ასევე, შესაძლებლობას მისცემს შემოსავლების სამსახურს, მოემზადოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ეფექტური და უპრობლემო იმპლემენტაციისთვის“-აცახდებს უილიამსონი.

 

როგორც ცნობილია, რეინვესტირებული მოგება 2016 წლის 1 ივლისიდან აღარ უნდა დაბეგრილიყო. იზიარებს თუ არა მსხვილი ბიზნესის მსგავსად ვადის გადაწევის იდეას მცირე და საშუალო ბიზნესი? 

 

სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის" დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შესაძლო გადადებ ის შესახებ „კომერანტისგან" შეიტყო. ის კატეგორიულად არ იზიარებს ბიზნეს–ასოციაციის ამ მოთხოვნას და აცხადებს, რომ ვადის გადაწევა შეაჩერებს ბიზნესის განვითარებას, ახალი პროექტების დაწყებას და „დამღუპველი“ იქნება.

 

„მე როგორც საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი და სადისტრიბუციო კომპანიის მფლობელი მივმართავ ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთონ. ძალიან დამაზიანებელი იქნება თუნდაც ჩვენი კომპანიისთვის. გვქონდა გეგმები, ახალი პროექტები უნდა დამეწყო და თუ ეს ძალაში შევიდა, ყველა ახალი პროექტი გაჩერდება. ყველა გადასახადი, რაც დამატებით უნდა შესულიყო ბიუჯეტში და გაჩენილიყო დამატებით სამუშაო ადგილები, არაფერი აღარ მოხდება ჩემი მხრიდან"-აცხადებს ჭყონია.

 

მისი განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობასა და ბიზნეს ასოციაციას შორის გარიგება შედგა. „მრჩება ასეთი ეჭვი, რომ არ უნდათ რა შემოსავლებსაც იღებენ იმის დახარჯვა. კეთილი ინებონ და გაათეთრონ თავიანთი შემოსავლები. კეთილი ინებონ და ქვეყნის განვითარებაში რეინვესტირება გააკეთონ. მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ აქ არის რაღაც გარიგება. მთავრობა როგორც ჩანს რაღაცას ვერ აკეთებს, დაუკავშირდნენ ასოციაციას და სთხოვეს, რომ გამოსულიყვნენ ინიციატივით. ეს იქნება სრული კრახი, შემიძლია მაგ თემაზე ვიდაო და დავუპირისპირდები კიდეც ბიზნეს ასოციაციას. დამიკავშირდა ვინმემ და მკითხა? მილიონობით ლარი შემაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და 100-მდე ადამიანი მყავს დასაქმებული და ჩემი პოზიცია არ აინტერესებთ? "-აცხადებს ჭყონია.


მისი თქმით, 2016 წლის 1 ივლისიდან მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება არანაირ ნეგატიურ პროცესებს არ გამოიწვევდა. ჭყონიას თქმით, ბიზნესმენებს არ სურთ ახალი პროექტების დაწყება, რაც იწვევს ვალუტის კურსის ვარდნას.


რეინვესტირებული მოგების გადასახადის გაუქმების 6 თვით გადადებას ეწინააღმდეგება საკონდიტრო დანამატების იმპორტიორი კომპანია „აისისი ჯორჯიას" დირექტორი რამაზ ლოდიაც. მისი თქმით, მართალია მას სამომავლო პროექტები დაგეგმილი არ ჰქონია, თუმცა, ვადის დაკორექტირება უცნაურია. „კარგი იქნებოდა, 1 ივლისიდან ამოქმედებულიყო. იმის თქმა, რომ ბიზნესი არ არის ამისთვის მზად, არასწორია. მგონია, რომ ბიზნესს შემოსავლების დაკარგვის ეშინია"-აცხადებს ლოდია.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up