მოღალატე, გიჟი, საავადმყოფოში წასაყვანი... - პრემიერი VS ოპოზიცია

მოღალატე, გიჟი, საავადმყოფოში წასაყვანი... - პრემიერი VS ოპოზიცია

access_time2022-06-22 16:54:39

დეპოლარიზაციას მიაღწიეთო გვითხრეს ევროპელებმა თუ კანდიატის სტატუსი გინდათო და დღეს ამის საპირისპირო მაგალითი ვიხილეთ პარლამენტში, სადაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარადგენს. სხდომა ხმაურით დაიწყო და შემდეგაც ერთმანეთის შეურაცხყოფით გაგრძელდა. 


ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვის დასაწყისმა, როდესაც მან თქვა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, ირაკლი ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზიდან „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა.


„წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი ხატია დეკანოიძის რეპლიკებს.


დარბაზის იძულებით დატოვებით დაემუქრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძესაც, როდესაც ის სხდომათა დარბაზიდან მიკროფონის გარეშე მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილს, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა სიტყვის გაგრძელება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო.  „თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია... არა, მოგისმენთ“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.



პრემიერმა მოღალატე უწოდა სალომე სამადაშვილსაც, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით „დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს! რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ევროპელი მმართველების გადაწყვეტილებაა, მათი ეს გონიერება, რომელიც გამოვლინდა, სწორედ, ამ ევროპული პერსპექტივის ჩაწერით არის მისასალმებელი და ჩვენ ეს ყველას გვახარებს, - განაცხადა პრემიერმა.


ასევე დაძაბულობა მოჰყვა პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ საუბრობდა: „დღეს რა ნამუსით გველაპარაკებით, სანქციებს რატომ არ უერთდებითო. მე მინდა მათ [ოპოზიციას] ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები. დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, სანქციებს რატომ არ შეუერთდითო. რატომ არ დავუწესეთ ეკონომიკური სანქციები ხალხს. ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტობრივად. მე მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს, ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში ჩვენ არ გვინახავს. პირიქით, მათ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები“.


პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას, დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური მოჰყვა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ასე გამოეხმაურა: „ნუ ყვირიხარ, კაცო, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, წყნარად იყავი. ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი მიყიდეთ და კარგად იცით“... „აუ, ეს წასაყვანია საავადმყოფოში... ამის შემდეგ, ცალმხრივად, თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა, დაუწესა უვიზო რეჟიმი მოქალაქეებს... და პირადად მივიდა ეს მანიაკი, მასხარა კაცი, სააკაშვილი, საზღვარზე და პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ომის შემდეგ. დღეს ესენი მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა, საკუთარ თავს, მეგობრებო“... „ხაბეიშვილო, შენ და ყველანი, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ხართ მოღალატეები“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up