მოეხსნებათ თუ არა გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს სოციალური დახმარება

მოეხსნებათ თუ არა გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს სოციალური დახმარება

access_time2021-03-02 22:00:00

საქართველოდან გერმანიაში დროებით სამუშაოდ წასვლის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.


მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 94 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ის ადამიანები, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ყოფნის 3-თვიან ვადას დაარღვევს, ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ, იმათ კი, ვინც საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებენ, დეპორტაციასთან ერთად დახმარებაც შეუწყდებათ.


„მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და გერმანიაში 3-თვიან ვადას დაარღვევენ, დახმარება შეუწყდებათ“, - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


სააგენტოში განმარტავენ, რომ 3 თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ადამიანი კარგავს სოციალურ დახმარებას. მისი ოჯახის წევრები კი განაგრძობენ მიღებას გადამოწმებამდე. სააგენტოში განმარტავენ იმასაც, რომ პანდემიიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის გადამოწმებაზე მორატორიუმია გამოცხადებული. მორატორიუმის ამოწურვის შემდეგ კი საზღვრის კვეთა გამოიწვევს ოჯახის გადამოწმებას. ვადების დაცვით წასული და დაბრუნებული მოქალაქეების სოციალური სტატუსი კი უცვლელი დარჩება.



,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახის წევრის 3 თვეზე მეტი ვადით საქართველოს საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ოჯახმა დემოგრაფიული ცვლილების საფუძველით უნდა აცნობოს სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოხდება ოჯახის სოციალურ–-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული და ხელმოწერით დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსება „ოჯახის დეკლარაცია“, - განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში.


ცნობისთვის, გერმანიაში დროებით სამუშაოებზე სააპლიკაციო ფორმის შევსება 15 თებერვალს დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.




BPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up