მოძრაობა „ხალხისთვის“ ღია წერილია ომბუდსმენს - სახალხო დამცველის როლი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კრიზისის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

მოძრაობა „ხალხისთვის“ ღია წერილია ომბუდსმენს - სახალხო დამცველის როლი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კრიზისის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

access_time2020-07-22 15:09:02

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება,  ხელისუფლების რეაგირება კი ამავე ტემპით მცირდება.  


ეს პრობლემები კიდევ უფრო გაშიშვლდა კოვიდჟამიანობის პერიოდში. როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმებმა, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამაკავშირებელი გზები ჩაკეტეს. 27 თებერვალს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. გამშვები პუნქტი განსაკუთრებული განკარგულების გამოცემამდე ჩაკეტა. აფხაზეთი-გალის რეგიონის საზღვარი კი დღემდე მთლიანად ჩაკეტილია, მათ შორის, ოჩამჩირის რაიონთან და ე.წ. მაღალი ზონის სოფლებთან. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი ბოლო ორ თვეში მხოლოდ რამდენიმე   დღით ცალმხრივად გახსნა და ისევ დახურა.


ჩაკეტილი გზების გამო უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი წარმოიშვა და იზოლაციაში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ისინი ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას, პენსიებს, მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს, ვერ გადაადგილდებიან საკუთარი ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების სანახავად, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ განათლების ხელმისაწვდომობა.


შედეგად, ყოველდღიურად ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები: მიმოსვლის თავისუფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა თუ განათლების უფლებები.



ამ ფონზე ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის დანიშნოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, რომლის თანამდებობა რამდენიმე თვეა ვაკანტურია.  ბოლო პერიოდში საერთოდ არ ტარდება პარლამენტის ,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებითი კომისიის“  სხდომები. მეტიც, ხელისუფლებაში არ ჩანს სტრუქტურა ან პიროვნება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაკეტილ ადამიანებზე და ელემენტარულ პასუხს მაინც გასცემს მათ შეკითხვებს.


მოძრაობა „ხალხისთვის“ მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემებთან დაკავშირებით ქვეყანაში ერთ-ერთი გამართული უწყება სახალხო დამცველის ინსტიტუტია, რომელიც საკუთარი მანდატის ფარგლებში ასევე ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში მცხოვრები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ სახალხო დამცველის როლი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული კრიზისის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


ამიტომ, მივმართავთ ომბუდსმენის აპარატს, მაქსიმალურად გააძლიეროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვაზე ზრუნვა,  საჭიროების შემთხვევაში პრობლემების მოგვარების მიზნით საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს  საერთაშორისო უწყებებს და მოითხოვოს  ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა და ჰუმანიტარული კრიზისისგან თავის დაღწევა.


ამასთან, მოძრაობა ,,ხალხისთვის“ წევრებს გვაქვს ყოველდღიური კავშირი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან და მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ამ საერთო გამოწვევის წინააღმდეგ - ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მოქალაქეების დაცვა, პირველ რიგში, ჩვენთვისაა პრიორიტეტული.

 


თეგები:
ხალხისთვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up