მოძრაობა „ხალხისთვის“: გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“: გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა

access_time2021-03-10 12:35:20

„მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიციაა, მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებელთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა და თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება კეთილსინდისიერი მამხილებელი, ის უნდა იყოს დაცული როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებია და როგორც  ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს,“ - ასეთია მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიცია მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.


განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელებიდან მესამე დღეს,  გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.



ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების ისტორიებიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრების ფარული ჩაწერები თუ მიყურადება ნამდვილად დიდ უკანონობად და პიროვნულ ტრაგედიადაც აღიქმება. ეს, თავისთავად ცხადია, დასაგმობი და სამართლებრივად უმკაცრესად დასასჯელია. მაგრამ, როდესაც ჩვენივე კანონმდებლობით რომ ვთქვათ, თუ მხილება ემსახურებოდეს საჯარო მოხელეების მიერ „საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის თავიდან აცილებას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას“, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში საქმე კეთილსინდისიერ მამხილებელთან გვქონდეს.


მამხილებელი არის პიროვნება, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივ სიკეთეზე და ეს ინსტიტუტი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამართალდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით.


სწორედ ფუნქციის სირთულიდან გამომდინარე, მამხილებელი დაცულია საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებით, მათ შორის ევროპული სასამართლოს პრაქტიკით და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. კანონმდებლობა იცავს ამ პიროვნების ანონიმურობას, ხელშეუხებლობას და მეტიც, ითვალისწინებს წახალისებასაც.


აქედან გამომდინარე, მოძრაობა „ხალხისთვის“ პოზიციაა, მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერის შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მამხილებელთან დაკავშირებით დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა და თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება კეთილსინდისიერი მამხილებელი, ის უნდა იყოს დაცული როგორც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებია და როგორც  ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ითვალისწინებს,“ - აღნიშნული განცხადებაში.


თეგები:
ხალხისთვის



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up