მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიას

მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიას

access_time2020-06-09 20:30:23

 მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად. მოძრაობა უერთდება  26 ივნისის აქციას - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად“.


ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ ტვ. აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური არავის გასვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავად იყო ზეწოლის ობიექტი. ხალხი, რომლის გვერდითაც ვიბრძოდი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია 202-ის დასაცავად, დღეს მათ წინააღმდეგ მიწევს გამოსვლა. გიორგი კოხრეიძე, რომელიც არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ამჯერად „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობს გაიმყაროს ტელევიზიაზე კონტროლი. ეს პროცესები ძალიან სავალალოა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.


მოძრაობა „ხალხისთვის“  ასევე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია.



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა შეირჩეს ადამიანები, ვინც რეალურად იბრძოლებენ  მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ამ ტელევიზიამ ვერ შეძლო იყოს ხალხის ტელევიზია, რაც მისი მთავარი ფუნქციაა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გამგეობაში შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არ გაჩუმდებიან და პირში წყალს არ ჩაიგუბებენ, როდესაც დაინახავენ როგორ იფლანგება შენი და ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფული რაღაც გაუგებარ ინტერესებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა „ხალხისთვის“ ბოლომდე იქნება ჩართული ბრძოლაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ვერც ერთმა ბიძამ, ნებისმიერი ხარისხის უფლებით, ღილაკზე ერთი დაჭერით ვერ შეძლოს დამოუკიდებელი მედიის გათიშვა.“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

 

 

 


თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up