მოძრაობა “დროას” განცხადებით, „ცესკოში ძლიერდება კლანი“, რომელიც საარჩევნო პროცესებს მართავს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას

მოძრაობა “დროას” განცხადებით, „ცესკოში ძლიერდება კლანი“, რომელიც საარჩევნო პროცესებს მართავს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას

access_time2021-05-15 16:11:29

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ, “ქართული ოცნება” გავლენებს ინაწილებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

„ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა,

ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.


კერძოდ, 14 მაისს ჩატარებული სხდომის შემდეგ, №9/2021 დადგენილების მიხედვით, არსებითად გაიზარდა ცესკოს მდივნის და რეალური მმართველის, გიორგი ჯავახიშვილის კლანის უფლებები. მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის, ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ხელში აღმოჩნდა, როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა. ეკა ცაბაშვილი ფინანსურადაც დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” - მისი მეუღლის ძმის კომპანია ტენდერებში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, მოგებული აქვს 1 765 180 ლარის ღირებულების ტენდერი, მათგან უმრავლესობა საეჭვო გარემოებებში ჩატარდა.

გარდა ეკა ცაბაშვილისა, უფლებამოსილება გაეზარდა, გიორგი ჯავახიშვილის კლანის კიდევ ერთ წევრს, ადამიანური რესურსების მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც შიდა აუდიტის განყოფილება დაექვემდებარა. ამით, ცესკოს კლანმა გააძლიერა სისტემაში მომუშავე ადამიანების კონტროლის მექანიზმი.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით “ქართულმა ოცნებამ” ცესკოში მყოფი გამყალბებელთა კლანი გააძლიერა. ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ რეფორმების დაამტკიცებამდე, მმართველი პარტია ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ მათთვის სანდო, გიორგი ჯავახიშვილის კადრებს დაუქვემდებაროს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ipn.ge

თეგები:
ცესკო დროა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up