„მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში - 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

„მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში - 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

access_time2020-06-11 13:33:17

საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება. COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნილია და 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულ აქტიობაში ჩართვა და სხვადასხვა ლოკაციების მონახულება შეუძლიათ. 15 ივნისიდან აღდგება შიდა რეგულარული ფრენებიც.


ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შიდა ტურიზმის გასახსნელად კერძო სექტორი მზადაა, ადმინისტრაციის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც ტურისტულმა ობიექტებმა თუ ტურისტულმა ტრანსპორტმა უნდა გაითვალისწინოს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის გახსნა ხდება საკმაოდ ფრთხილად, რათა ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული იყოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.


“შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი ღირებულებას იძენს ტურისტული ნაკადების გაზრდა. რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.


თითოეული ჩვენთაგანს, საქართველოს მოქალაქეს ახლა გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდში დავუდგეთ ესეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ხელი შევუწყოთ, მცირე, საშუალო და მსხვილი ტურისტული კერძო სექტორის განვითარებას.



ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და ალბათ მსოფლიოში ძალიან ცოტაა მსგავსი უსაფრთხოების ინდექსის პოზიციონირებული ქვეყანა. ნამდვილად ძალიან ლამაზია ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც საქართველოს ძალიან უხვად გააჩნია და აქედან გამომდინარე, მოდით ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადგილი აქვთ სანახავი. ყოველთვის გვქონდა ალბათ სურვილი, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გვემოგზაურა და ალბათ წლევანდელი წელი არის ის შესაძლებლობა, რომელიც ვფიქრობთ რომ ძალიან სწორად იქნება შეფასებული მოსახლეობის მხრიდან. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე იყოს დაცული ის ნორმები და რეგულაციები, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება COVID-19-თან მიმართებაში”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.


როგორც ცნობილია, ტურიზმის გახსნისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდა და ამიტომ მისი პრაქტიკაში გადატანა ბინზესისთვის რთული აღარ არ არის.


სხვადასხვა მიმართულებების სარესტორნო, ისევე როგორც განთავსების ობიექტების, გიდებს, ტურისტული ტრანსპორტის მიმართულებით რეგულაციები ყოველდღე ინერგება. ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, რომ რეგულაციები ეფექტურად და სწრაფად დანერგონ. ამისთვის ცალკე სატრენინგო პროექტიც კი შევიმუშავეთ, რომელიც უსასყიდლოა ყველა იმ ადამიანისთვის და ბიზნესისთვის, რომელსაც სურვილი აქვს რომ სწრაფად ადაპტირდეს იმ ახალ ნორმებზე, რომელიც COVID-19-მა განაპირობა. რა თქმა უნდა მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, ეს არის მოგზაურობის უდაოდ უსაფრთხო მიმართულება და ეს იქნება ძალიან ღირებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up