მოდის, ხელოვნების და დიზაინის პირველი სკოლა საქართველოში 2022 წელს გაიხსნება

მოდის, ხელოვნების და დიზაინის პირველი სკოლა საქართველოში 2022 წელს გაიხსნება

access_time2021-07-29 15:00:25

„მოდის, ხელოვნების და დიზაინის პირველი სკოლა საქართველოში 2022 წელს გაიხსნება“, - ამის შესახებ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა განაცხადა. სოფო ჭყონიამ პირველი არხის ეთერში ახალი მასშტაბური პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხნის სივრცეში განთავსდება.


მისი თქმით, პროექტში უკვე საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, თავდაპირველად ადგილობრივი კაპიტალი, თუმცა სოფო ჭყონია ამბობს, რომ განვითარების შემდეგი ეტაპისთვის პროექტს პირად რესურსზე ბევრად მეტი სჭირდება, ამიტომ  მულტიფუნქციური სკოლის პროექტი ძირითადად უცხოური ინვესტიციით განხორციელდება. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებლის განცხადებით, სტუდენტები მოდის სფეროებში საფუძვლიანი ცოდნის მიღებას შეძლებენ.

 



„ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა 2022 წელს გაიხსნება და მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომელიც საქართველოში მოდის ინდუსტრიაში გვაქვს, საჭიროება კი ყველაფრის გვაქვს. ვისაც მოდის სფეროში უნდა მუშაობა, ყველა დიზაინერი არ უნდა გამოვიდეს. არის ძალიან ბევრი პროფესიები და ამ პროფესიებს ნელ-ნელა შემოვიტანთ“, - ამბობს სოფო ჭყონია.


 

მისივე თქმით, სკოლა საერთაშორისო დონეზე დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე იქნება შესაძლებელი. მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელს სურვილი აქვს, რომ მოდისა და დიზაინის წამყვანი პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანოს. მისი თქმით, მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში სწავლა ისეთი ძვირი არ იქნება, როგორც სხვა ქვეყნებში, თუმცა საქართველოში იქნება ისეთი სკოლა, როგორებიც ევროპაშია.

 



„ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა სტუდიები, რადგან გვინდა, რომ კინოს მიმართულებითაც განვვითარდეთ. ასევე იქნება ძალიან ბევრი სამუშაო სივრცე. ეს ადგილი იდეალური იქნება ფესტივალებისთვისაც. იქნება სივრცე, რომელიც შეიძლება გამოფენებისთვის და სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ. გარდა ამის, ჩვენი მთავრი მიზანია მთელი მსოფლიოდან მოვიზიდოთ ადამიანები, რომელთაც ყველა ინდუსტრიაში აქვთ გავლენა, რათა ადგილობრივ შემოქმედ ადამიანებს დავაკავშიროთ“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up