Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს

access_time2021-09-23 19:30:00

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბანსელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია ერთ წელიწადში შეიძლება დასრულდეს.


„თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდუსტრიის მასშტაბით წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას გადავხედავთ, საკმარისი დოზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომავალი წლის შუა პირველი ნახევრისთვის, რათა ყველას შეეძლოს აცრა. საჭიროებისამებრ, გამაძლიერებელი დოზები ასევე უნდა იყოს შესაძლებელი“, - აღნიშნა კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შვეიცარიულ გაზეთ Neue Zuercher Zeitung-თან ინტერვიუში.


სტეფან ბანსელის თქმით, ვაქცინაცია მალე ჩვილებისთვისაც კი იქნება ხელმისაწვდომი.


„ისინი, ვინც არ აიცრებიან, იმუნიზაციას ბუნებრივი გზით მიიღებენ, რადგან „დელტა“ ვარიანტი ძალიან გადამდებია. შესაბამისად, ჩვენ აღმოვჩნდებით გრიპის მსგავსი სიტუაციის წინაშე. შეგიძლიათ აიცრათ და კარგი ზამთარი გქონდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, შეიძლება ავად გახდეთ და საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ“, - აღნიშნა მან.



კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსოფლიო ნორმალურ მდგომარეობას მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, სტეფან ბანსელმა უპასუხა:


დღევანდელი მდგომარეობით, ვვარაუდობ, რომ ეს ერთ წელიწადში მოხდება.



imedinews.ge


თეგები:
Moderna



„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up