მოცეკვავე მიმტანები და პირველი ქართული რესტორანი დუბაიში, რომელიც 150 მეტრის სიმაღლეზე  მდებარეობს

მოცეკვავე მიმტანები და პირველი ქართული რესტორანი დუბაიში, რომელიც 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს

access_time2018-11-12 20:00:00

დუბაიში, ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო სოფიტელის ბოლო, 31-ე სართულზე ქართული რესტორანი „მოდი დუბაი“ გაიხსნა, რომელშიც მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. დუბაიში ერთადერთი ქართული რესტორანი 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც „კომერსანტს“„მოდი დუბაის“ დამფუძნებელმა გია ნაცვლიშვილმა განუცხადა, რესტორანში მხოლოდ ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი და იქ მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისეთი კერძები დააგემოვნონ როგორიცაა - ხინკალი, საცივი, ხაჭაპური, ბადრიჯანი ნიგვზით, ლობიო, შქმერული, აჯიკა, ტყემალი და ჩურჩხელა. კვების პროდუქტები დუბაიში საქართველოდან ჩადის, რადგან გია ნაცვლიშვილის თქმით, ქართულ პროდუქტს ადგილობრივზე განსხვავებული გემური თვისებები აქვს.


რესტორნის ძირითადი სტუმრები - რუსები, უკრაინელები, არაბები, ფრანგები და ქართველები არიან, ხოლო მათთვის გამორჩეული კერძი ხშირ შემთხვევაში ხინკალი და ხაჭაპურია. ალკოჰოლური სასმელებიდან კი ყველაზე დიდი პოპულარობით, საფერავი, ქინძმარაული და ხვანჭკარა სარგებლობს.


რაც შეეხება „მოდი დუბაის“ საფასო პოლიტიკას, ის ადგილობრივ ბაზარზე საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

 

„კომერსანტი“ - რესტორნის დუბაიში გახსნა რატომ გადაწყვიტეთ?


გია ნაცვლიშვილი: ხშირად მიწევდა დუბაიში სხვადასხვა რესტორნებში ბიზნესშეხვედრების გამართვა და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესტორანი არსად არ იყო. დუბაი მსოლიოში ერთ-ერთი დიდი ფინანსური ცენტრია და კომერციულად ეს ადგილი საინტერესოა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურა დუბაიში მოთხოვნადია. იქ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ჩვენ კულტურას და სამზარეულოს კარგად იცნობს. ჩვენი რესტორანი ორი თვის თავზე პოპულარულია და უკვე ერთგული მომხმარებლებიც გვყავს. პრაქტიკულად აქ მოსულ სტუმარს საქართველოს ვახვედრებთ. „მოდი დუბაიში“ 24 ქართველია დასაქმებული და მისი შემადგენლობა სრულად ქართულია.


 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას, ბიზნესმენის განცხადებით, დუბაიში დაახლოებით 5 000 საუკეთესო ქვეყნის რესტორანი არსებობს და კონკურენციაც შესაბამისად დიდია.

„ჩვენ გარკვეული ნიშით გამორჩეულები უნდა ვიყოთ ბაზარზე და სწორედ ამიტომ, პროფესიონალი მოცეკვავე მიმტანები გვყავს. მიმაჩნია, რომ სხვებს მხოლოდ  საკვებით და ხარისხით კონკურენციას ვერ გაუწევ,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

რაც შეეხება რესტორნის სამომავლო გეგმებს, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, „მოდი დუბაის“ ანალოგი 2019 წელს მონაკოში გაიხსნება და რამდენიმე თვეში, ახალი წლის პერიოდის შემდგომ, პროექტზე მუშაობის პროცესიც დაიწყება.

 

გია ნაცვლიშვილი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში აღარ საქმიანობს. მისი საქმიანობა - დუბაიში, უკრაინასა და ეგვიპტეში გრძელდება.



„კომერსანტის“ კითხვაზე რა სახის საქმიანობას ეწევა ბიზნესმენი ამჟამად და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბიზნესის წარმოება ქვეყანაში შექმნილი არამდგრადი ეკონომიკური სიტუაციის გამო ხომ არ გადაწყვიტა? - ნაცვლიშვილი გვპასუხობს, რომ - „სხვადასხვა სახის ბიზნესი მაქვს, მათ შორისაა გადაზიდვების. ეკონომიკური მდგომარეობა არა, მრავალი მიზეზებია ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ.“

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი
access_time2019-01-19 16:00:26
"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ გაცემული პასუხებით,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან...

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე
access_time2019-01-19 14:00:22
კლეპტოკრატები ის ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარი...


მსგავსი სიახლეები

up