კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში, Tesla-ს ქარხანაში იცეკვა, სადაც დღეს ავტომობილ Model Y-ის აწყობა დაიწყო.
დღესვე Tesla-მ ჩინეთში შანხაის ქარხანაში აწყობილი Model 3-ის გაყიდვა დაიწყო. აშშ-ის ფარგლებს გარეთ აწყობილი პირველი 10 ავტომობილი წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.შანხაიში Tesla-ს ქარხანა გაიხსნა. წელიწადში ქარხანას 150 ათასი Model 3-ის გამოშვება შეუძლია, Model Y-ის გამოსვლასთან ერთად კი კომპანია წელიწადში 250 ათასი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს.