მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

access_time2020-07-03 13:50:14

გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა.


ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის მდგომარეობით, კი შეღწევადობა 135%-ია (ევროპაში 128%), რაც ნიშნავს იმას,რომ ერთი ადამიანი 1.3 სიმბარათს ფლობს. ეს მაჩვენებელი მიანიშნებს,რომ მობილური სერვისები საქართველოში ხელმისაწვდომია. საშუალო შემოსავალი დაბალია და ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. ასევე, ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია.


აბონენტთა რაოდენობა ბოლო ათწლეულის პირველ ნახევარში იზრდება, კერძოდ, 2010-2015 წლამდე ჩანს ზრდა, 2015 წლის შემდგომ ზრდა სტაბილურდება. 2019-ში მანჩვენებლები დიდად არც შეცვლილა. რა რაოდენობის აბონენტთა ათვისებაც შეგვეძლო, ავითვისეთ. ჯამურმა შემოსავლებმა 2010-დან 2019- წლამდე 533 მილიონიდან 499 მილიონამდე დაიკლო. ძირითადი კლება 2010 დან 2015 წლის პერიოდებშია, 2019 წელს თუ შევადარებთ 2010 წელს, ვნახავთ რომ 6%-იანი შემცირება გვაქვს. საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე 2019 წლის მაჩვენებლით, 2.5 ევროა, რაც ძალიან აბალია. ახალი კომპანიის გაჩენა კი იმოქმედებს შემოსავლებზე, მოქმედ ოპერატორებს ქსელის შენახვისთვის ნაკლები მოტივაცია რჩებათ, ვინაიდან, შემოსავლები მკვეთრად დაიკლებს. ოპერატორი კი ქსელს თუ არ უვლის, ხარისხი ვარდება,-
აღნიშნავს გიორგი უსანეთაშვილი.


მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ბაზარზე ინვესტიციების განხორციელება დამოკიდებული იქნება ახალი ტექნოლოგიების შემოსვლასზე.



საქართველოში 92%-იანი დაფარვა გვაქვს, რაც ევროპის მაჩვენებლებში ნორმალური რიცხვია. 2016-2019 წლამდე ქსელში ინვესტიციები შემცირდა ორჯერ, რაც ნორმალური მოვლენაა, ვინაიდან, ქსელის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები უკვე გაიწია და ქსელიც დაიფარა, რაც ნიშნავს იმას,რომ ახლა უკვე მისი მოვლა-შენახვა არის საჭირო. მაგრამ, თუ  შემოვა 5G, ეგრევე აიწევს რაოდენობაც. არსებული ოპერატორებიდან 3-დან 2 გადის შედარებით კარგ მოგებაზე, ერთ ოპერატორს შემოსავლების კუთხით უარყოფით მაჩვენებლები აქვს.


პანდემიის გავლენას ქსელზე 2020 წლის ფინანსურ ანგარიშებში დავინახავთ. მობილური ინტერნეტის სერვისში მკვეთრი ზრდა იქნება, რადგან ყველა შეხვედრა ინტერნეტ სივრცეში გადავიდა და ტექნიკის დატვირთვა სერიოზული იყო. რაც შეეხება ეკონომიკას, შეჩერებულია ორნიშნა პროცენტით, მაგრამ აგვისტოდან,როგორც კი გაიხსნება საზღვრები,ველოდებით სექტორების ამუშავებას. ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება ძნელია. ამ ბიზნესების შენარჩუნება კი დამოკიდებულია მათ ფინანსურ სიძლიერეზე.


უკვე გვაქვს ბიზნესის კეთების ახლი ნორმები და ვფიქრობ,რომ ეს პრაქტიკა დარჩება და მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნებით, რაც მოიაზრებს დამატებით ინვესტიციებს უსაფრთხოებაში,-
განმარტავს გიორგი უსანეთაშვილი.






„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up