საქართველოში მობილურებზე მავნე პროგრამების შეტევები გახშირდა. კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში შეტევა განიცადა მომხმარებელთა 1,58%-მა. სომხეთში ეს მაჩვენებელი 1,33% იყო, აზერბაიჯანში - 2,68%.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მობილურების მომხმარებელთა 1, 52% თავს დაესხნენ მობილური მავნე პროგრამები, სომხეთში მომხმარებელთა 2.16% -ს, ხოლო აზერბაიჯანში - 3,12%-ს.
პირველ კვარტალში, გამოვლინდა მომხმარებლის მობილური მოწყობილობებზე მონაცემთა ქურდობა, მომხმარებელთა თვალყურისდევნება, მავნებლების ჩვენებისა და რეკლამირებისათვის განკუთვნილი 1 152 662 მობილური მავნე პროგრამის სამონტაჟო პაკეტი, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 905 174 იყო.
კასპერსკის ლაბორატორიის ექსპერტები მომხმარებელს ურჩევენ, რომ მობილური მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად მეტად მნიშვნელოვანია ჩამოვტვირთოთ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მოწყობილობის პარამეტრებში გამოვრთოთ მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობა. აუცილებელია მუდმივად სისტემისა და აპლიკაციების განახლება.
gbc.ge