მობილიზებულია დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ

მობილიზებულია დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ

access_time2017-08-22 10:12:29

ვითარდება არ არის მარტივი - მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის - ჯერჯერობით ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სხვადასხვა უწების 500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, 300 მეხანძრე-მაშველი.

 

მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია 3 საფრენი საშუალება, მათ შორის, 2 საქართველოს, ხოლო ერთი - აზერბაიჯანის კუთვნილი.

„ჩვენ გუშინ ღამის განმავლობაში ვაწარმოეთ მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და ორი ვერტმფრენი რამდენიმე საათში შემოგვიერთდება. ვითარდება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის ჯერჯერობით - ვერ ხერხდება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. გვაქვს მობილიზებული დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჯანელიძემ.


მისივე თქმით, როგორც მეხანძრე-მაშველები აცხადებენ, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კითხვაზე, მობილიზებული ტექნიკა თუ უზრუნველყოფს ხანძრის ლოკალიზებას, მინდია ჯანელიძის განცხადებით, დღეს ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა, ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან „ეს მარტო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ამინდზე, რელიეფზე“.

„ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

 

ipn.ge




თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up