მოახდინა თუ არა „ჰუმანითი ჯორჯიამ“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „გადატრიალება“?

მოახდინა თუ არა „ჰუმანითი ჯორჯიამ“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „გადატრიალება“?

access_time2016-08-01 10:00:03

მედიკამენტების ქართულ ბაზარზე „გადატრიალება“ არ მოხდა – სწორედ ამ ტერმინით გამოხატა რამდენიმე თვის წინ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ის ეფექტი, რომელიც „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას უნდა მოჰყოლოდა წამლების მკვეთრი გაიაფების სახით. 

 

კომპანია ბაზარზე თებერვალში შემოვიდა, თუმცა წამლების ფასების უახლესი სტატისტიკა „გადატრიალებას“ არ ადასტურებს.

 

„ჰუმანითის“ სარეკლამო ბანერები და რგოლები, რომლებიც აქტიურად ახდენდა ახალი კომპანიის პროდუქციის რეკლამირებას, თითქმის გაქრა და სარეკლამო კამპანია ერთეული აქტივობების სახით შემორჩა.

 

მედიკამენტების გაიაფების შესახებ განცხადებები აღარ კეთდება ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს მხრიდან, რომელიც წამლების გაიაფების მოლოდინს წლების განმავლობაში ქმნიდა – 2013 წლიდან მოყოლებული, ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის პრაქტიკულად ყველა სხდომაზე აცხადებდა, რომ საქართველოში შემოსვლას უცხოური ფარმაცევტული კომპანიები აპირებდნენ, რომლებიც მნიშვნელოვნად გააიაფებდნენ მედიკამენტებს მთელი ბაზრის მასშტაბით.

 

ამ განცხადებებს მხოლოდ წლების შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში მოჰყვა ახლადშექმნილი „ჰუმანითის“ შემოსვლა, გაკეთდა განცხადებები წამლების გაიაფების შესახებაც. კომპანიის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად ატარებდნენ სხვადასხვა სახის კამპანიას: წამლები შეჰქონდათ სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში, მათ შორის უფასოდაც კი. 

 

აპრილში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენამ ფასები 20-23%-ით შეამცირა.

 

“კონკურენციის უზრუნველყოფამ უკვე მოიტანა შედეგი. ახალი მოთამაშის შემოსვლამ უკვე მოგვცა ბოლო 2 თვის განმავალობაში გამოხატული ტენდეცია, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე 20-23%-ით შემცირდა ფასები” – განაცხადა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ.


საქსტატის უახლესი მონაცემები ადასტურებს, რომ მედიკამენტების მნიშვნელოვანი გაიაფება, რომელიც მოსახლეობას რეალურ შეღავათს მისცემდა, არ მომხდარა.


ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა - ავსტრიული კომპანია ბაზარზე სათანადო კონკურენტად არ აღიქვეს, შედეგად, მედიკამენტების ფასის შემცირების ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა განუცხადა.

 

მისი თქმით, ახალი კომპანიის შემოსვლის გამო სააფთიაქო ქსელებმა ფასები შეამცირეს, მაგრამ „ჰუმანითის“ ფაქტორს მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა ისევ დაიწყო. შოთა გულბანის თქმით, ამის თქმის საფუძველს ის კვლევები აძლევს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს და რომლის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვეა 250-მდე მედიკამენტის ფასს აკვირდება.


 

რეალურად რა ცვლილებები მოიტანა ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლამ?

 

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები თითქმის უცვლელი იყო. აპრილში კი მედიკამენტების ფასები მარტთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და წინა თვესთან შედარებით მედიკამენტები 1.9%-ით გაიაფდა. ეს ინფორმაცია factchek.ge-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა.

 

თუმცა, საქსტატის მეთოდს ეჭვქვეშ აყენებს “აფბას“ პრეზიდენტი და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში წამლების ფასები ისევ იზრდება.  მისი თქმით, საქსტატი მხოლოდ რამდენიმე ძირითადი მოხმარების მედიკამენტის ფასებს ადარებს ერთმანეთს, რაც ბაზარზე არსებულ სიტუაციას არ ასახავს.

 

რაც შეეხება მიზეზს, რატომ ჰქონდა „ჰუმანითის“ შემოსვლას მოკლევადიანი ეფექტი, შოთა გულბანი აცხადებს, რომ რეალურად ავსტრიულმა კომპანიამ 700-მდე დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მაშინ, როდესაც სულ 16 ათასამდე დასახელების მედიკამენტი არსებობს ბაზარზე, შესაბამისად, ამას ისეთი რადიკალური ეფექტი არ ჰქონია, როგორსაც ელოდებოდნენ.

 

„გარკვეულ მედიკამენტებზე, რომელსაც ვაკვირდებოდით და რომლის ანალოგიც შემოაქვს „ჰუმანითი ჯორჯიას“, მართლაც მცირდებოდა ფასები გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებული იყო. „ჰუმანითის“ მიერ შემოტანილი მედიკამენტები ახლაც საგრძნობლად მცირე ფასებით იყიდება. თუმცა, სხვა მწარმოებლების მედიკამენტებზე 5-6-თვის შემდეგ ისევ მოიმატა ფასებმა. ჩვენ ეს დავუკავშირეთ იმას, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ ეფექტი აღარ მოქმედებდა იმ დოზით, რა დოზითაც თავდაპირველად.


თავიდან, როდესაც ფასები დაწიეს სააფთიაქო ქსელებმა, ესეც იყო სტრატეგია, რომ არ დაეკარგათ მომხმარებლები, რომლებმაც დაინახეს, რომ „ჰუმანითის“ აქვს დაბალ ფასად შემოტანილი მედიკამენტები. სწორედ მომხმარებლის დაკარგვის მოლოდინმა შეამცირა ფასები, მაგრამ შემდეგ რომ დაინახეს კომპანიებმა, რომ  არ აქვს „ჰუმანითი ჯორჯიას“ რადიკალური ცვლილებების მოხდენის ძალა და ძალიან მცირე რაოდენობით არის წარმოდეგილი, გააგრძელეს ძველი სტარტეგია“,- აცხადებს შოთა გულბანი.


„პე-ეს-პე ჯგუფის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ არსებობენ რუსული და უკრაინული იმპორტიორები, რომლებიც ბევრად დაბალ ფასებში ყიდიან მედიკამენეტებს, ვიდრე „ჰუმანითი ჯორჯია“.

მისივე თქმით, ბაზარზე მედიკამენტები იაფდება, თუმცა, ეს ლარის კურსის ცვლილებით არის გამოწვეული და თუ ეროვნული ვალუტა გამყარდება, ფასები კლებას გააგრძელებს.

 

„ჩვენ ვართ ნაციონალური დისტრიბუტორი, ყველაზე მსხვილი კომპანია და ჩვენს სააფთიაქო დახლებში და საწყობებში დევს ყველა ის მედიკამენტი, რომლებიც დარეგისტრირებულია საქართველოში, მათ შორის არის „ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტები. ყველაფერს ვყიდით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ შევუზღუდოთ რომელიმე კომპანიას ქსელში შემოსვლა. ფასები უფრო ადრეც დაწეული იყო და თუ ლარის კურსიც დაიწევს, კიდევ უფრო გაიაფდება“,- აცხადებს ოქრიაშვილი.


რა გავლენა მოახდინა „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლამ და რამდენად შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, „კომერსანტი“ ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა.  თუმცა, უწყებაში განგვიმარტეს, რომ ისინი ფასების მონიტორინგს არ ახორციელებენ.

 

ამავე კითხვით მიმართავს „კომერსანტი“ თავად „ჰუმანითი ჯორჯიასაც“, თუმცა,  ჯერჯერობით კომპანიის ვერცერთ წარმომადგენელთან მათ შორის ხელმძღვანელ ანდრეი კუზმასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

 

შეკითხვა მოისმინა, თუმცა მასზე პასუხი არ გაგვცა გიორგი საგანელიძემ – „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ, რომელმაც სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არ აქვს ამ კომპანიის სახელით განმარტებების გაკეთების კომპეტენცია. 

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ძმიშვილია. სწორედ ამის გამო, მისთვის აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ჩაბარებამ საზოგადოებაში თავად ამ პროექტისადმი გარკვეული შეკითხვები გააჩინა.


„კომერსანტი“ საპარტნიორო ფონდსაც დაუკავშირდა, რომელიც პროექტშია ჩართული, მაგრამ უწყებაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და განაცხადეს, რომ  წამლების ფასებზე მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა, მისი პირველადი შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. ფონდში  კომენტარს არ აკეთებენ არც ქარხნის მშენებლობის შესახებ. 


„ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი  „ჰუმანითი ჯორჯიასა" და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება. ფონდმა „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ ერთად ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ქარხნის აშენებაც დააანონსა, რამაც წამლების გაიაფების პროცესი უფრო ინტენსიური უნდა გახადოს. ქარხანაში, არსებული გეგმით, უნდა დამზადდეს  სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ.აშშ დოლარია.



 




ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up