მოაგვარა თუ არა VFS GLOBAL-თან თანამშრომლობამ საზღვრიდან ინდოელი ტურისტების გაბრუნების პრობლემა?

მოაგვარა თუ არა VFS GLOBAL-თან თანამშრომლობამ საზღვრიდან ინდოელი ტურისტების გაბრუნების პრობლემა?

access_time2019-09-14 23:30:56

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის მიმდინარე წლის ივლისში მორიგი მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე შემოწმებაა.


საგარეო უწყების ცნობით, ამ ნაბიჯმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში კეთილსინდისიერი და რეალური ვიზიტორების საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას.


როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეებს აბრუნებენ. ამის მიზეზად როგორც წესი, სათანადო დოკუმენტაციის უქონლობა სახელდება, თუმცა ყოფილა არაერთი შემთხვევაც, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები ქართულ სასაზღვრო სამსახურებს არასათანადო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, რის შესახებაც ინდურ მედიაშიც არაერთი სტატია დაიბეჭდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მემორანდუმით მათ შორის აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს.


ინდოეთის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლის განცხადებით, რეალურად პრობლემა პრობლემად რჩება, საქართველომ ინდოელ ტურისტებში ნდობა დაკარგა და ბევრი ჩვენი ქვეყნით აღარ ინტერესდება.


„ტექნიკურად რომ რაღაცას გავმართავთ, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. საჭიროა მარკეტინგული კამპანია განხორციელდეს ინდოეთის ბაზარზე, რადგან საკმაოდ გავიტეხეთ სახელი.


შესაბამისად მოთხოვნა აღარ არის. ყველა ტურისტული კომპანია, რომელიც ჩემთან მუშაობდა, ყველამ აბსოლუტურად დაგმო და თქვა, რომ ჩვენ საქართველოში აღარ წავალთ. მილიარდიან ქვეყანაში პატარა ტურისტულები ნამდვილად არსებობენ, რომლებიც რაღაცას რისკავენ, მაგრამ პრობლემა მაინც არის საზღვარზე გადმოსვლასთან დაკავშირებით.


მთავარია ნდობის ფაქტორი მოვიპოვოთ. რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ მათ გაიგონ, რომ ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ჯგუფები მარტივად უნდა გადმოვიდნენ. ადამიანს უნდა მიუვიდეს ვიზა ან არ მიუვიდეს. თუ მიუვა ვიზა, უნდა გადმოვიდეს, თუ კრიმინალური წარსული არ აქვს, ან დეპორტაცია ქვეყნიდან. სხვა შემთხვევაში რატომ ვაჩერებთ? – იმიტომ, რომ არ იცის ინგლისური, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში არ შემოვუშვათ“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.


მიუხედავად იმისა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ინდოელ ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებენ, ოფიციალური სტატისტიკით, იზრდება ინდოეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა.


2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთის 26,884 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც ეს ქვეყანა ტურიზმის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.6%-ია.


VFS Global-თან თანამშრომლობით მოაგვარა თუ არა ქართულმა მხარემ ინდოელი ტურისტების საქართველოში პრობლემების გარეშე შემოყვანის საკითხი, ჯერ უცნობია. საერთაშორისო კომპანიასთან ერთად დაგეგმილი მუშაობის შესახებ საგარეო უწყებიდან bm.ge პასუხს ელოდება.


შეცვალა თუ არა მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმმა ვითარება, ამას საკუთარ თავზე რამდენიმე დღეში ტურისტული კომპანია „არსიტონ ვოიაჟი“ გამოცდის. აღნიშნული კომპანია უახლოეს დღეებში ინდოეთიდან 120 კაციან ჯგუფს ელოდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ია გედევანიშვილმა გვითხრა, რამდენად ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ, ამას მას შემდეგ შეაფასებს, რაც ტურისტული ჯგუფი საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთს.


Bm.ge პასუხს ელოდება ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, გეგმავენ თუ არა ინდოეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას.


BMG




ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up