მოაგვარა თუ არა ტექდათვალიერებამ ჰაერის დაბინძურების პრობლემა

მოაგვარა თუ არა ტექდათვალიერებამ ჰაერის დაბინძურების პრობლემა

access_time2018-12-09 12:32:38

მევლუდ მელაძე: „გამონაბოლქვის პრობლემა დაგვრჩება 1-2 წლის განმავლობაში მაინც“

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესს აფასებს. მევლუდ მელაძის თქმით, ტექდათვალიერების შემოღება პირველ ეტაპზე რთულია, რადგან სანქციები საკმაოდ რბილია. მისივე მტკიცებით, პრობლემაა იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილების ტექდათვალიერება მოახდინონ. მელაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ე.წ. „რჩეულ“ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „რეფორმას ამახინჯებს“. 

მოაგვარა თუ არა ტექდათვალიერებამ მთავარი პრობლემა - გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება - მევლუდ მელაძე ფიქრობს, რომ პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. 

გამონაბოლქვის მაჩვენებელი ჯერ ძალიან მაღალი გვაქვს. ეს პრობლემა დაგვრჩება სავარაუდოდ 1-2 წლის განმავლობაში მაინც. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველთვის გადიოდა ტექდათვალიერებას, ოღონდ შერბილებული ფორმით, გამონაბოლქვთან დაკავშირებით. მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც მერია გვპირდება, დაახლოვებით 2 წლის განმავლობაში ჩაანაცვლებს. მსუბუქი ავტომობილების შემოწმების სტანდარტი, რომელსაც ისინი გადიან გამონაბოლქვთან დაკავშირებით, არ გამოაკეთებს სურათს. ანუ გამონაბოლქვის დონე მაინც ძალიან მაღალი იქნება. არსებითი ცვლილებების მისაღებად სტანდარტის დაწევა მოგვიწევს. ავტომობილები თანდათან უნდა გადაკეთდეს, კატალიზატორების გათვალისწინებით. რჩება მოძველებული ავტოპარკის პრობლემაც. ამ კუთხით მერიას მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ახალი ავტომობილების წახალისება არ ხდება. პირიქით - ახალი ავტომობილების განბაჟება გაცილებით ძვირია, ვიდრე - ძველის,“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.



(NS)


თეგები:
გარემო



BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up