„მნიშვნელოვანია, დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ  გადაიქაჩოს  სადაზღევო კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ“

„მნიშვნელოვანია, დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ გადაიქაჩოს სადაზღევო კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ“

access_time2019-09-18 14:00:46

„მნიშვნელოვანია, რომ დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ იქნას გადაქაჩული სადაზღევო კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ,“ ასე ეხმაურება „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ დამსაქმებელი კომპანიებისთის სადაზღვეო პატეკების მოცულობების განსაზღვრას.



როგორც აბულაძე განმარტავს, მიდგომა მისასალმებელია, თუმცა, მოთხოვნა ადეკვატური უნდა იყოს.


„უნდა განისაზღვროს ადეკვატური მოცულობები. თუ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, მას პირობითად ვამბობ, 2 000 ლარიანი ზღვარი მკურნალობაზე რომ არ ეყოფა, ეს ხომ ლოგიკურია. შესაბამისად, ეს ზღვარი უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განსაზღვრა თუ დაწესდება, ძალიან კარგი იქნება,“-აცხადებს აბულაძე.



მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ იქნას გადაქაჩული სადაზღევო კომპანიების ინტერსების სასარგებლოდ. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ეს ტვირთი დეველოპერული კომპანიებისთვის და დამატებითი ხარჯი, აბულაძე განმარტავს, რომ ეს მაინც საბოლოო პროდუქტის ფასზე იმოქმედებს. 



„სადაზღვეო ასოციაციის“ ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, როდესაც კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, იქ ჩანაწერი იყო, რომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა, არ იყო განსაზღვრული ლიმიტები და მოცულობები. კომპანიებმა მცირე მოცულობის სადაზღვევო პაკეტები იყიდეს, რომლებიც რეალურად ვერ ფარავდა იმ ხარჯს, რომლითაც დაშავებულ თანაშრომელს უნდა ემკურნალა.



„ის, რისთვისაც ეს კანონი და ჩანაწერი იქმნებოდა, რეალიზებული არ იქნა. ამიტომ, მიმდინარე წლის თებერვალში მიღებულ იქნა კანონის გაფართოებული ვერსია, სადაც ჩაიწერა, რომ მინიმალური სადაზღვევო პირობები დაადგინოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ამაზე მუშაობა იწყება,“ აცხადებს ხეჩინაშვილი.



მისი განმარტებით, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია როგორც „სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია“, ისე დამსაქმებელთა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციებიც“. ხეჩინაშვილის განმარტებით, ოქტომბრის ბოლოსთვის კანონზე მუშაობა დასრულდება, შემდეგ კი ბიზნესს მიეცემა 2 თვიანი ვადა რომ პოლისები იყიდოს.


სოფო ქსოვრელი




ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up