მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს - BAG გახარიას გაპრემიერებაზე

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს - BAG გახარიას გაპრემიერებაზე

access_time2019-09-09 15:30:32


ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას  აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) განცხადებაში, რომელიც გიორგი გახარიას გაპრემიერებას ეხმაურება.


განცხადებას, რომელიც  BAG-მ კომერსანტს გაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ. 



პირველ რიგში, ვულოცავთ პრემიერსა და მინისტრებს შესაბამის თანამდებობეზბე დამტკიცებას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკური ბლოკი უცვლელია, ვინაიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციას არსებულ ეკონომიკურ ბლოკთან უკვე აქვს ეფექტური თანამშრომლობის კარგი გამოცდილება.


რაც შეეხება საკითხებს, ასოციაცია არის ხიდი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და როგორც ყოველთვის ჩვენ დავაყენებთ იმ ობიექტურ და სამართლიან საკითხებს, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალურია და გადაწყვეტას ითხოვენ. რამოდენიმე საკითხზე გუშინ პრემიერმაც ისაუბრა.



ავღნიშნავდით, რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაიხვეწოს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტას. ზოგჯერ უარიც პასუხია და ესეც ღირებულია, რადგან ბიზნესი იწყებს ალტერნატიული გეგმის მოძიებას. მაგრამ ძალიან ცუდია დროში გაწელილი გადაწყვეტილებები.


ასევე, მართლაც მნიშვნელოვანია განჭვრეტადობა, ანუ პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს შექმნა. რეალურად უნდა შეიქმნას ის ვითარება, როდესაც ნებისმიერი საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივა, რაც ბიზნესს უკავშირდება წინასწარ იყოს განხილული ბიზნესთან. ბიზნესმენები პრაგმატული ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ამ ხარისხის კომუნიკაციაც კი არ გულისხმობს იმას, რომ ყველა საკითხზე შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა, მაგრამ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად სახელმწიფო ისმენს მნიშვნელოვან, პროფესიულ და რეალურ ინფორმაციას და შედეგად ყოველთვის იღებს უფრო სწორ გადაწყვეტილებას. დღესაც არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიგებთ პოსტფაქტუმ, რაც, ჩვენის აზრით, არცერთი მხარისთვის არ უნდა იყოს სიკეთის მომტანი.


ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის ჭარბი სოციალური ვალდებულებებისგან დაცვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქვეყანაში შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა, რისი ბუნებრივი შედეგიც იქნება ის რომ, კერძო სექტროში დასაქმდება სამუშაო ძალის უმეტესობა. ასევე ძლიერი ეკონომიკის არსებობის შემთხვევაში სახეზე გვექნება მნიშვნელოვნად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, რომლითაც დაფინანსდება სხადასხვა სახის სოციალური პროექტები თუ სხვა ხარჯები.



სხვა საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ახალ პრემიერთან დავაყენებთ იქნება ჩვენი პროფესიული ხედვა ლარის კურსთან დაკავშირებით. ეს ყველაზე მტკინვეული საკითხია დღეს ბიზნესისთვის და ამ თემაზეც გვინდა მთავრობასთან საერთო ხედვებზე შეჯერება.


ზოგადად, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ეფექტური და პროფესიული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის შემდგომ განვითარებას. ნებისმიერი ძლიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რაც იმთავითვე გულისხმოს ძლიერ ეკონომიკას და ფართო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით.








LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up