„მნიშვნელოვანია, რომ  საქართველომ  მომწოდებლებს ტვირთის გრძელვადიან მოწოდებაზე  ვალდებულება  დააკისროს“

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მომწოდებლებს ტვირთის გრძელვადიან მოწოდებაზე ვალდებულება დააკისროს“

access_time2018-08-08 15:00:24

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით ყაზახური მუქი ნავთოპროდუქტების გადაზიდვები 3.1 ჯერ შემცირდა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით,  სატრანსპორტო დერეფნით დაკარგული მუქი ნავთოპროდუქტები, მაღალი სატრანსპორტო ხარჯების გამო რუსეთის ნავსადგურ ტამანში გადამისამართდა.


 

„კომერსანტი“ დაინტერსდა, რეალურად დგას თუ არა ეს პრობლემა და საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო გადაზიდვებში არსებული ტარიფები  რამდენად კონკურენტუნარიანია მსოფლიოში არსებულ ფასებთან?


 

  ბიზნესის ანალიტიკოსი, საზღვაო მომსახურების და სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ყაზახეთი ახორციელებს 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციას, რის შედეგადაც იზრდება ნავთობის გადამუშავების სიღრმე, რაც ნიშნავს ნაკლები მუქი ნავთობპროდუქტების (მაზუთი, ვაკუუმ-გაზოილი) გამოშვებას. შედეგად 2018 წლის იანვარ–ივნისში მუქი ნავთობპორუდქტების ექსპორტი ყაზახეთიდან დაახლოებით 12%–ით შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება და შესაბამისად, სულ უფრო ნაკლები მუქი ნავთობპროდუქტის გამოშვება მოხდება ყაზახური ქარხნების მიერ.


 როგორც თარიმანაშვილი აცხადებს,  ამასთანავე გაიზრდება ნათელი ნავთობპროდუქტების გამომუშავება. ამიტომ, ჭარბი ნათელი ნავთობპროდუქტების გამომუშავების შემთხვევაში, შესაძლოა ყაზახეთმა მოხსნას შეზღუდვა ბენზინის, დიზელის და საავიაციო საწვავის ექსპორტზე.




მისი ინფორმაციით, ყაზახური მაზუთი და ვაკუუმ–გაზოილი ძირითადად ზამთრის პერიოდში გადაიზიდება საქართველოს გავლით, რადგან რუსეთის რკინიგზა ზამთრის პერიოდზე აცხადებს კონვენციურ შეზღუდვას. მკაცრი გარემო პირობების გამო რუსული ტერმინალი ტამანი ვერ ახერხებს ტვირთის დროულ შეთბობას და დაცლას, შესაბამისად გროვდება დიდი რაოდენობით ვაგონ–ცისტერნები და სადგური ვერ ახერხებს ფიზიკურად მთლიანი მოცულობის მიღება–დამუშავებას. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველომ არა მოკლევადიანი ხელშეკრულებები აიღოს, არამედ მომწოდებლებს დააკისროს ვალდებულება ტვირთის გრძელვადიან მოწოდებაზე.



 „ამ დროს მომწოდებელი ვერ ახერხებს რუსეთის გავლით ტვირთის გაგზავნას და იძულებულია საქართველოს გავლით წამოიღოს ტვირთი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ ყაზახური ექსპორტისთვის დაწესებულია შეღავათიანი სარკინიგზო ტარიფები, რაც თავის მხრის კასპიის ზღვა–აზერბაიჯან–საქართველოზე გამავალ დერეფანს არაკონკურენტულს ხდის. ამასთანავე, ყაზახური ტვირთის ერთი ნაწილი საქართველოში, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზების გავლით შემოდის, ხოლო მეორე ნაწილი აზერბაიჯანული კასპიის ზღვის საბორნე მომსახურების მეშვეობით, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გამტარუნარიანობის, პროგნოზირების, სატარიფო და ეფექტიანობის პრობლემები, რაც ყაზახეთ–რუსეთის სახმელეთო გადაზიდვისას გამორიცხულია და მხოლოდ ამინდის პირობებით არის შეზღუდული“-აცხადებს თარიმანაშვილი.


 

მისივე შეფასებით, საუბარი მხოლოდ ერთ რომელიმე სასაქონლო ნომენკლატურზე  არასწორია, რადგან ანალოგიური ვითარებაა მაგალითად საავიაციო საწვავის გადაზიდვისას, ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში, აქტიურად ხდება შავი ზღვიდან კასპიის აუზში ტვირთის გემებით გადაზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ  „სოკარი„  ყულევის ტერმინალში ახდენს ტვირთის დაცლას, ყულევიდან თურქმენეთში ტვირთის გადაზიდვა ძირითადად სამდინარო ტანკერებით შავი ზღვიდან კასპიის ზღვის თურქმენულ პორტ ოკარემში ხორციელდება და არა საქართველო–აზერბაიჯანის რკინგზების მეშვეობით, რომელიც უფრო სწრაფი და იაფი შეიძლება ყოფილიყო, შესაბამისი სატარიფო პოლიტიკის გატარების პირობებში.

 

 

  ანალოგიური ვითარებაა თურქმენული მაზუთის ექსპორტისას. ზაფხულის პერიოდში თურქმენული მაზუთის გამოტანა გემებით ხორციელდება. თურქმენბაშიდან დატვირთული გემები, ვოლგა–დონის არხის გავლით შავ ზღვაზე მდებარე 100–135 ათას ტონიან მცურავ სათავსებში (ტანკერებში) გროვდება, რის შემდეგაც ტვირთი აზიურ ქვეყნებში გადაიზიდება. თარიმანაშვილი აცხადებს, რომ  ამ მონაკვეთშიც, საქართველოს შანსები მხოლოდ ზამთრის პერიოდში აქტიურდება, რადგან ვოლგა–დონის არხით ნავიგაცია მხოლოდ აპრილიდან–ნოემბრამდე ხორციელდება, ხოლო ნოემბრიდან ყინვების გამო ვოლგა–დონის არხში ნაოსნობა დაკეტილია.  

   

ავტორი: სოფო ქსოვრელი 






BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up