“მნიშვნელოვანია იცოდეთ, თქვენი ბარათი არ უნდა გაატანოთ ოფიციანტს“ - გიორგი კეპულაძის რჩევები ინტერნეტ თაღლითობისგან თავის დასაცავად

“მნიშვნელოვანია იცოდეთ, თქვენი ბარათი არ უნდა გაატანოთ ოფიციანტს“ - გიორგი კეპულაძის რჩევები ინტერნეტ თაღლითობისგან თავის დასაცავად

access_time2019-10-09 17:00:00


“აუცილებელია სიფრთხილე,“ - რა უნდა იცოდეთ იმისათვის რომ არ გახდეთ ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი - ამ თემაზე ფინანსურმა მრჩეველმა გიორგი კეპულაძემ კომერსანტის დილის ეთერში, საზოგადოება და ბანკები, ფინანსური განათლების პლატფორმა Edufin ( ედუფინი) და კომერსანტის ერთობლივ რუბრიკაში ისაუბრა.


„ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინტერნეტ თაღლითობის შემთხვევები საქართველოში. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, როგორც პატარა, ისე დიდი კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც სხვადასხვა საკომუნიკაციო გზის მეშვეობით მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან ე.წ ფიშინგის შესახებ. ინტერნეტ თაღლითობის შედეგად შესაძლოა თანხა დავკარგოთ ანგარიშიდან. ძირითადად, ეს ხდება ინტერნეტ ტოტალიზატორებში გადარიცხვის დროს, როცა ანგარიში მიბმულია უკვე მასზე და ბანკი დამატებით შემოწმებას აღარ ახორციელებს. ინტერნეტ თაღლითებს უკვე სხვადასხვა მეთოდი აქვთ ათვისებული, მაგალითად, ისინი აკეთებენ კლონ ანუ ცრუ გვერდებს. იყო შემთხვევა, როცა საპენსიო ფონდის კლონი გვერდიც დაამზადეს, სადაც მოქალაქეებს ფონდში მათ ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვდნენ.



ინტერნეტ დანაშაულის გამოძიება ყველა ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო ნელია ეს პროცესი. ამიტომ, აუცილებელია სიფრთხილე, უნდა დავაკვირდეთ საიტებს, მაგალითად, https- საიტის ველის დასაწყისში, s- მიუთითებს, რომ საიტი დაცულია და არ წარმოადგენს კლონ ან ცრუ გვერდს. საიტებს,რომლებსაც თანხებთან და გადარიცხვებთან აქვთ კავშირი, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ s - ასო-ნიშანი.


მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი ბარათი არ უნდა გაატანოთ მაგალითად, ოფიციანტს, მან შეიძლება ფოტო გადაუღოს და ეს მონაცემები გამოიყენოს. რთულია ბანკებმა მილიონობით პირადი ანგარიში აკონტროლონ, თან ეს ყოველივე ჩვენი პირადი ინფორმაციაა და მასზე სრული ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს ბანკს. ამდენად, ბანკი იხსნის ამ პასუხისმგებლობას. თუმცა ასევე არსებობს ანგარიშების დაზვევის სერვისიც. სიფრთხილის გამოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვისარგებლოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვის სერვისით. პირიქით, ინტერნეტ გაყიდვები 21-ე საუკუნის პროდუქტია და საქართველოში აქტიურად მკვიდრდება ეს ბიზნესი.



ნათია კეკენაძე




ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up