მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები  და სტაბილური ზრდის მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში - პროკრედიტ ჯგუფი 2020 წელს დაგეგმილზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს

მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები და სტაბილური ზრდის მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში - პროკრედიტ ჯგუფი 2020 წელს დაგეგმილზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს

access_time2020-08-20 12:25:57

მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები  და სტაბილური ზრდის მაჩვენებლები წლის პირველ ნახევარში - პროკრედიტ ჯგუფი 2020 წელს დაგეგმილზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს

 

•             წლის პირველ ნახევარში, სამომხმარებლო სესხის პორტფელის მოსალოდნელზე უფრო მაღალი 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა - მმართველობითი საბჭო ზრდას დაგეგმილზე 8%-10%-ით მეტს პროგნოზირებს წლის ბოლოს.

•             67 საბაზისო პუნქტის რისკის წლიური ღირებულება მოლოდინებს ამართლებს, პორტფელის კარგი ხარისხით.

•             21,7 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი შეესაბამება წლიურ 5,5%-იან კაპიტალის რენტაბელობას, სტაბილური ხარჯებითა და რისკის ხარჯის დაქვითამდე შემოსავლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.

მაინის ფრანკფურტი, 2020 წლის 13 აგვისტო - პროკრედიტ ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, წლის პირველი ნახევრისთვის კარგ შედეგს აფიქსირებს, COVID-19 პანდემიის გავლენის მიუხედავად. 2020 წლის პირველ ნახევარში, სამომხმარებლო სესხის პორტფელი 5.3%-ით ანუ 255 მილიონი ევროთი (2019 წლის პირველი ნახევარი: +5.0% / +217 მილიონი ევრო) გაიზარდა, რაც მთელი წლის დაგეგმილ მაჩვენებელს აღემატება. კონსოლიდირებული შედეგი 21.7 მილიონი ევროს ოდენობით (2019 წლის პირველი ნახევარი: 22.9 მილიონი ევრო) მიღწეულია რისკის ხარჯების 11,6 მილიონი ევროთი გაზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტის 4.2 პროცენტული პუნქტით 66,5%-მდე გაუმჯობესება ასახავს შემოსავლების (დაბეგვრამდე და მოსალოდნელი ზარალის რეზერვირებამდე) 8,7 მილიონი ევროთი ზრდას, რაც 41.8 მილიონ ევროს შეადგენს.

 

წლის პირველი ნახევრის შედეგები მენეჯმენტისთვის  მასტიმულირებელია: „ჩვენი მზარდი საკრედიტო პორტფელი აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  განსაკუთრებით რთულ პერიოდშია მნიშვნელოვანი სანდო საბანკო პარტნიორის არსებობა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ძლიერი ბიზნეს მოდელი, მდგრადი რისკის პროფილი და სტაბილური ფინანსური შედეგები ჩვენი კლიენტების მხარდაჭერის მყარ საფუძველს იძლევა, თუნდაც მიმდინარე საბაზრო გარემოში და მიმზიდველი ზრდის  უპირატესობას გვანიჭებს .”

სამომხმარებლო სესხის პორტფელის ზრდა ძირითადად ახალ და არსებულ  მცირე და საშუალო ბიზნესებზე გაცემული გრძელვადიანი საინვესტიციო სესხების სეგმენტშია მიღწეული, რაც ბაზარზე ჯგუფის პოზიციონირების კიდევ უფრო გაძლიერებას ასახავს.

მნიშვნელოვნად, 9,9%-ით გაიზარდა მწვანე სესხების პორტფელი  და ეს ზრდა განსაკუთრებით დინამიური განახლებადი ენერგიის სექტორში იყო. მთლიანობაში, მწვანე პორტფელმა საერთო ზრდაში 30%-ზე მეტი წვლილი შეიტანა, ხოლო 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17.3% შეადგინა.

წლის პირველ ნახევარში კლიენტების ანგარიშების 113 მილიონი ევროთი, ანუ 2.6%-ით ზრდა, მოთხოვნამდე დეპოზიტების და შემნახველი ანაბრების ზრდით არის განპირობებული. ეს ზრდა არსებული და ახალი ბიზნეს კლიენტებისა და ფიზიკური პირების მიერ განთავსებული ანაბრებით, პროკრედიტის DIRECT კონცეფციის მზარდი მიმზიდევლობის და პროკრედიტ ჯგუფის მიერ ციფრული მომსახურების შეთავაზების შედეგია. ჯგუფის ლიკვიდობის დაფარვის კოეფიციენტი (LCR) ნახევარი წლის ბოლოს 142% იყო.

21.7 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება წინა წლის იმავე პერიოდში მიღებულ 22.9 მილიონი ევროს მაჩვენებელს. წმინდა საპროცენტო შემოსავლის გაუმჯობესება დაკომპენსირებულია სესხებზე შესაძლო ზარალის გაზრდილი ხარჯებით. საკრედიტო პორტფელის ზრდის შედეგად, წმინდა საპროცენტო შემოსავალი 7,2 მილიონი ევროთი ანუ 7,8%-ით გაიზარდა და 99.9 მილიონი ევრო შეადგინა ბოლო 12 თვის განმავლობაში. 3.0%-იანი წმინდა საპროცენტო მარჟა 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. ეს ვარდნა მეტწილად აღმოსავლეთ ევროპის სეგმენტში ძირითადი საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირებით არის გამოწვეული.


სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვის ხარჯები, წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებაში, 11.6 მილიონი ევროთი გაიზარდა და ჯამურად 15.7 მილიონ ევრო შეადგინა, რაც შეესაბამება 67 საბაზისო პუნქტის რისკის ყოველწლიურ ღირებულებას და მოლოდინთან თანხვედრაშია.  ამ მაჩვენებლიდან დაახლოებით 8 მილიონი ევრო მიეკუთვნება  საკრედიტო რისკის მოდელში განახლებულ მაკროეკონომიკური პარამეტრებს. გარდა ამისა,  პროკრედიტ ბანკებმა გაზარდეს რეზერვები ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებული ყველა საკრედიტო რისკის  ინდივიდუალური განხილვისას. გაუფასურებული სესხების წილი უცვლელია წლის ბოლოს მიღებულ მაჩვენებელთან მიმართებაში და 2.5%-ს შეადგენს. რეზერვების გაუფასურებულ სესხებთან თანაფარდობა 89.1%-დან 93.6%-მდე გაიზარდა.

წმინდა საკომისიო შემოსავალი მცირედ - 3.2 მილიონი ევროთი  შემცირდა და 22.6 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ძირითადად COVID-19-ის პანდემიის დროს შიდა და საერთაშორისო გადარიცხვების შემცირებით იყო გამოწვეული.

საოპერაციო ხარჯები, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად, - 0,7 მილიონი ევროთი შემცირდა და 82.8 მილიონი ევრო შეადგინა. შემოსავლების ხარჯებთან თანაფარდობა 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 66.5% შეადგინა. სტაბილური ღირებულების საფუძველზე, დაბეგვრამდე მოგება და სესხზე მოსალოდნელი ზარალის რეზერვები, წინა წელთან შედარებით 8.7 მილიონი ევროთი ანუ 26.2%-ით გაიზარდა და 41.8 მილიონი ევრო შეადგინა.

პროკრედიტ ჯგუფის კაპიტალის ადეკვატურობა კვლავ სტაბილურია. ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი (CET1) 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 14.1% იყო, და ამრიგად, 2019 წლის დასასრულიდან უცვლელი რჩება. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები შემცირდა პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, რაც ნაწილობრივ განპირობებულია 2020 წლის ივნისში ევროპარლამენტის მიერ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სესხებზე  რისკის ახალი წონების ადრეული დანერგვით. ჯგუფის ძირითადი პირველადი კაპიტალი მოიცავს 2019 წლის კონსოლიდირებულ მოგებას, კონსოლიდირებული მოგების ერთი მესამედის ოდენობით დაგეგმილი დივიდენდის გადახდის გამოკლებით. ბანკის  კაპიტალის ძლიერი პოზიცია გამყარებულია ლევერიჯის  10.3%-იანი კოეფიციენტით (2019 წლის 31 დეკემბერს: 10.8%).

2020 წლის პირველ ნახევარში, პროკრედიტ ჰოლდინგმა AG & Co. KGaA საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისგან (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიიღო. ეს სესხი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს უქმნის პროკრედიტ ბანკებს, არსებულ ვითარებაში მიზნობრივი დაფინანსება შესთავაზონ მცირე და საშუალო საწარმოებს.

წლის პირველ ნახევარში მიღწეული ძლიერი ზრდის ფონზე, პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტი ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხედავს წლის მეორე ნახევარშიც. წლის დასაწყისში სამომხმარებლო სესხის პორტფელში დაბალი  ზრდის პროგნოზირების შემდეგ, მმართველობითი საბჭო ამჯერად 8%-დან 10%-მდე საერთო ზრდას ელის. აღნიშნული არ ითვალისწინებს წლის ბოლომდე სავალუტო კურსის განვითარების შესაძლო ეფექტებს. პანდემიის ახალი ტალღის საშიშროება, ასევე შიდა და საერთაშორისო ვაჭრობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ პროგნოზის მთავარი რისკ ფაქტორებია.

დაახლოებით 75 საბაზისო პუნქტის რისკის ხარჯით, მთლიანი წლის უკუგება კაპიტალზე  კვლავ მოსალოდნელია იყოს პოზიტიური, თუმცა, წინა წელთან შედარებით, უფრო დაბალი.  აღნიშნული ემყარება დაშვებას, რომ პროკრედიტის ქვეყნების ეკონომიკა აღდგენას წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ასევე დადასტურდა ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის (დაახლოებით 70%) და ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობის (13%-ზე მეტი) პროგნოზები.

პროკრედიტ ჯგუფის 2020 წლის ნახევარწლიანი ანგარიში ხელმისაწვდომია გერმანულ და ინგლისურ ენებზე პროკრედიტ ჰოლდინგის ვებგვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობების ბლოკში, მისამართზე: http://www.procredit-holding.com/en/investor-relations/reports-publications/financial-reports/

 

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციები, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,

ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

 

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

 

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.

 

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up