მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

access_time2019-02-23 14:00:34

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ბანკს რამდენიმე საერთაშორისო აქციონერი ჰყავს და ხაზარაძე ბანკის მხოლოდ - 13.52%-იანი წილის მფლობელია. კერძოდ, როგორც 2018 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკს რამდენიმე მსხვილი აქციონერი ჰყავს.

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით, ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.52%; ბადრი ჯაფარიძე - 6.76%; European Bank for Reconstruction and Development - 8.17%; JPMorgan Asset Management - 8.39%; Schroder Investment Management - 7.07% და Dunross & Co. - 5.50%.

რაც შეეხება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, მისი თავმჯდომარის პოსტს მამუკა ხაზარაძე იკავებდა; მისი მოადგილის თანამდებობა კი - ბადრი ჯაფარიძეს ეკავა. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ხაზარაძემ დღეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს ბადრი ჯაფარიძეც. რაც შეეხება საბჭოს სხვა წევრებს, მისი დამოუკიდებელი წევრები არიან: ერიკ რაჯენდრა, ცირა კემულარია, ნიკოლოზ ენუქიძე, ნიკოლას დომინიკ ჰააგი და მარია ლუიზა ჩიკონიანი.

ფაქტები

„თიბისი ბანკის“ ისტორია 1992 წელს დაიწყო. ბანკის პირველ მმართველ გუნდში მამუკა ხაზარაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძეც იყვნენ.

1993 წელი - „თიბისი ბანკს“ მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია;

1996 წელი - Coopers & Lybrand-ის მიერ ბანკის პირველი საერთაშორისო აუდიტორული შემოწმება ჩატარდა;

1999 წელი - თიბისი ბანკი საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე გადავიდა;

2000 წელი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია (DEG) თიბისი ბანკის აქციების 10-10 პროცენტის მფლობელნი გახდნენ; Thomson Financial Bankwatch-მა თიბისი ბანკს საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა. ეს იყო ქართული კომპანიისათვის საერთაშორისო რეიტინგის მინიჭების პირველი შემთხვევა;


2001 წელი - თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ "The Banker"-ის ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის დასახელდა;

2003 წელი - კომპანია "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ფონდი" თიბისი ბანკის აქციათა 25%-ის მფლობელი გახდა. თიბისი ბანკი Financial Times Group-ის ჟურნალ The Banker-ის ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის მეორედ დასახელდა.

2004 წელი - ამერიკულმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა. "ფაინენშლ თაიმს გრუპის" (Financial Times Group) ყოველწლიური საბანკო რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს "წლის საუკეთესო ბანკებს" შორის ზედიზედ უკვე მესამედ დასახელდა თიბისი ბანკი.

2005 წელი - Financial Times Group-მა ყოველწლიურ საბანკო რეიტინგში მსოფლიოს ,,წლის საუკეთესო ბანკებს" შორის უკვე მეოთხედ დაასახელა თიბისი ბანკი. ამერიკულმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის უკვე მეორედ დაასახელა.

2006 წელი - ამერიკულმა ჟურნალმა Global Finance თავის პერიოდულ საბანკო რეიტინგში "მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკები" თიბისი ბანკი კვლავ დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში.

2007 წელი - ამერიკულმა ჟურნალმა Global Finance "მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკების" რეიტინგში თიბისი ბანკი დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში. თიბისი ბანკი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა და რეგიონულ განვითარების მიმართულებით პირველი პროექტი წარმატებით განახორციელა - თიბისი ბანკმა აზერბაიჯანში ადგილობრივი საკრედიტო ინსტიტუტის, "სოა კრედიტის" აქციათა 75% შეიძინა.

2009 წელი - EBRD, FMO, JP Morgan და Ashmore თიბისი ბანკის აქციონერთა რიგს შეემატნენ. სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით, Deutshe Bank-მა თიბისი ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა და ,,2008 USD STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.

2010 წელი - Financial Times Group-ის ჟურნალმა The Banker, მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებს შორის, თიბისი ბანკი უკვე მეხუთედ დასახელდა ,,წლის საუკეთესო ბანკად'' საქართველოში.

2012 წელი - ჟურნალებმა Euromoney, Global Finance და EMEA Finance თიბისი ბანკი 2012 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელეს.

2014 წელი - თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო. თიბისი ბანკმა ბანკი "კონსტანტას" აქციათა 100% შეიძინა.

2016 წელი - თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა.

2017 წელი - წარმატებით დასრულდა თიბისი ბანკის ბანკ რესპუბლიკასთან შერწყმის პროცესი. თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ინდექსში შევიდა. FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია, რომელიც სიდიდით 101-დან 350-ის ჩათვლით არსებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებს.


BPN





კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up