სამართლებრივი ასპექტები - რატომ არის სარისკო საქართველოში სამედიცინო ბიზნესი

სამართლებრივი ასპექტები - რატომ არის სარისკო საქართველოში სამედიცინო ბიზნესი

access_time2018-04-27 12:30:43


 რუბრიკა — პირადი მოსაზრება   ადვოკატი დავით ებრალიძე


საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენად სარისკოა საქართველოში პაციენტად ყოფნა, მცდარი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა არც ისე იშვიათობაა ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ცოტასთვის თუ არის ნათელი, რომ ასევე სარისკოა საქართველოში სამედიცინო ბიზნესი.

 

 
სახელმწიფო ჯანდაცვის საზედამხედველო ორგანობისა და ჯანდაცვის ობიექტების ურთიერთობა შეიძლება ამ ეტაპისთვის უფრო მეტად სტრესულია, თუმცა ამ სტატიაში მინდა შევეხო პაციენტსა და კლინიკას შორის პოტენციური დავის სამართლებრივ ასპექტებს, რომელიც ყურადღების საგანი უნდა იყოს როგორც პაციენტის და კლინიკის, ასევე სამედიცინო პერსონალის და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებების მიერ.

სამედიცინო მომსახურების ზრდის ფონზე მზარდია პაციენტთა პრეტენზიები, რომელიც სასამართლო დავებშია გადაზრდილი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. თუ უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს ჩავატარებთ, გარკვეულ ტენდენციებს დავინახავთ.

„პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ“, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამოქალაქო კოდექსია ის ძირითადი სამართლებრივი ბაზა, რაც არეგულირებს პაციენტსა და სამედიცინო პერსონალსა და კლინიკას შორის ურთიერთობებს პაციენტის მხრიდან ზიანის, ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოთხოვნისას. 

ჩვენთან, განსხვავებით, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სადაც არასწორი მკურნალობისას პაციენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მტკიცების ტვირთი აწევს პაციენტს, საქართელოში მტკიცების ტვირთი სამედიცინო დაწესებულებას მოეთხოვება, რაც ძალზე დიდ უპირატესობას ანიჭებს პაციენტს სასამართლო დავისას, რამდენადაც საჩივრის ავტორს, პაციენტს არ უწევს იმის მტკიცება, რომ მისი ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობა ცალსახად ექიმის შეცდომამ განაპირობა.


 

პირიქით, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა ამტკიცოს საპირისპირო. ასე განიხილავენ სასამართლოები საქმეებს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის ფორმულირებაზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ სადაოა სასამართლოების მხრიდან 1007-ე მუხლის ფართო ინტერპრეტაცია, ფაქტი ფაქტად რჩება - სასამართლოები ჯერჯერობით თითქმის სრულად უხსნიან პაციენტებს მტკიცების ტვირთს ამ საკითხში და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ასეთი დავებისას პაციენტები გამოდიან გამარჯვებული.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის პაციენტის მიმართ პასუხისმგებელი პირი. განვითარებულ ქვეყნებში მიჯნავენ კლინიკის და ექიმის პასუხისმგებლობას, იმისდამიხედვით, თუ რეალურად ვისი ბრალეულობა იკვეთება. საქართველოში ერთი სასამართლო პრეცედენტის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში კლინიკაა მოპასუხე ასეთი პრეტენზიებისას. ამის მიზეზი სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლზე დაყრდნობაა, რომლის მიხედვით: „ორგანიზაცია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვაელობის შესრულებისას.“ არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ სერთიფიცირებული ექიმი არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და მოქმედებს დამოუკიდებლად. შესაბამისად, იგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ჩვეულებრივი ხელქვეითი, რომელზე სრული კონტროლიც გააჩნია ორგანიზაციას.

 

რეალურად კლინიკასა და ექიმს შორის ურთიერთობა უფრო ნარდობის ტიპისაა, ვიდრე შრომითი. თუ ამას ვაღიარებთ, მაშინ ექიმის შეცდომიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ გადავა კლინიკაზე. იმავდროულად, დასავლეთის ქვეყნებში სავალდებულოა ექიმთა პროფესიული დაზღვევა, რომლის გარეშე ექიმი სამსახურს ვერ დაიწყებს.

 

შესაბამისად, ექიმის შეცდომით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება მზღვეველის და არა კლინიკის მიერ. ჩვენთან ეს არ არის. შესაბამისად, მთელი ტვირთი გადადის კლინიკაზე.
მესამე და ყველაზე საყურადღებო: უკვე არაერთი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ ქართულ კლინიკას დააკისრა მისი უკმაყოფილო პაციენტის მიერ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის კლინიკაში მიღებული მომსახურების ხარჯები. ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებაც კი არსებობს, როდესაც სასამართლომ უცხოური კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების კი არა, არამედ მხოლოდ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე დააკისრა ქართულ დაწესებულებას პაციენტისთვის ზიანის ანაზღაურება.

 

ერთი შეხედვით ამაში საპრობლემო თითქოს რა უნდა იყოს? თუ ქართულმა საავადმყოფომ პაციენტს სათანადოდ ვერ უმკურნალა და მას ამის შემდეგ რწმენა დაეკარგა ქართული მედიცინისადმი და ზიანის (ჯამრთელობის) აღსადგენად უცხოურ კლინიკას მიმართა, სამოქალაქო კოდექსით მას ეძლევა სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს ქართული საავადმყოფოსგან იმ ხარჯების ანაზღაურება რაც გასწია, ან უნდა გაწიოს უცხოურ კლინიკაში ჯანმრთელობის აღსადგენად.

 

მაგრამ აქ თავს იჩენს შემდეგი საკითხები: სამედიცინო მომსახურება უცხოეთში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში იმდენად ძვირი ღირს, რომ ასეთ პროცესს შეუძლია მოპასუხე ქართული კლინიკის მარტივად გაკოტრება. ოპერაცია, რომელიც საქართველოში შეიძლება რამოდენიმე ათასი ლარი ღირს, განვითარებული ქვეყნის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში შეიძლება რამოდენიმე ასეულ ათასი ღირდეს, ამას ემატება სხვა თანმდევი ხარჯები. თუ სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით არ შეიცვალა, ამან შეიძლება ქართლულ ჯანდაცვის სისტემის ინვესტორებს სერიოზული რისკები დაანახოს და თავი შეაკავებინოს შემდგომ ინვესტიციებზე. იმავდროულად, მიმაჩნია, რომ სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხში წინააღმდეგობაში მოდის ქართულ სამართალთან, ქართულ კონსტიტუციასთან. ქართული სამართალი აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს ნებართვით და კონტროლით დაშვებულ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს.

 

 შესაბამისად, ქართული სასამართლოც წესით არ უნდა აღიარებდეს უცხო ქვეყნის კლინიკას, როგორც სამედიცინო დაწესებულებას, რადგან იგი არ არის ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული. ერთი შეხედვით, ვინმეს ესეთი მიდგომა შეიძლება არასამართლიანად პაციენტის უფლებების დამრღვევად მოეჩვენოს. მაგრამ საგულისხმოა, რომ არცერთი ნორმალური ქვეყანა არ უშვებს იმას, რასაც ჩვენ - დააფინანსოს შეუზღუდავად, დათქმების გარეშე უცხო ქვეყნებში  მკურნალობა და რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი ჯანდაცვა.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up