მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

მმართველი გუნდის წევრებისთვის საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს - „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის

access_time2020-09-29 15:24:59

„ლელოს“ ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა - კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნებაყოფლობით არ მიდის დებატებზე. მათ უნდათ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ არ უნდათ უპასუხონ კითხვებს.

„ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ უპასუხისმგებლობას, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებზე. ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს წინასაარჩევნო პერიოდი დებატების გარეშე. საქართველოში მმართველი გუნდი მხოლოდ ბილბორდების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას მოსახლეობასთან. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მხოლოდ ამომრჩევლის ხმები სჭრიდებათ და მათ კითხვებს არ პასუხობენ. ეს სამარცხვინო რეალობა უნდა შეიცვალოს და ამას აუცილებლად შევცვლით. ამ ინიცირებით სახელისუფლებო კანდიდატი ვალდებული იქნება, დებატებში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო თუ ის ორჯერ უარს იტყვის დებატებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება არჩევნებიდან.“

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივის დაკანონება არის აუცილებელი.

„საკანონმდებლო ინიცირება გახდა საჭირო, რადგან მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება" მხოლოდ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ იღებს მონაწილეობას არც ერთ სატელევიზიო დებატში,სადაც რეალურად უნდა ხდებოდეს დისკუსია იმისთვის, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, მოსახლეობამ გაიგოს სხვადასხვა პარტიის შეხედულებები, მათ შორის მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მიიღო წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა - ეს ავტომატური პროცესია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგნების საკითხი. მათ კი სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებში არიან ძალიან სუსტები, ამიტომ არიდებენ თავს. შესაბამისად, დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფში ჩაშვებულია, სადაც არის ჩაწერილი ვალდებულებები. ცვლილება არის ორგანულ კანონში არჩევნების შესახებ, სადაც იგულისხმება, რომ მმართველი გუნდის სიითი შემადგენლობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ, გამოცხადნენ დებატებში, ორჯერ თავის არიდების შემთხვევაში კი მოიხსნებიან არჩევნებიდან,“- აცხადებს ლევან კობერიძე.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up