მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

access_time2020-01-24 10:00:28

„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით გაუარესდა და 56 ქულით 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „ქართული ოცნების“ დეპუტატები. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრები „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას არ იცნობენ. თუმცა მას შემდეგ რაც ანგარიშში გამახვილებული გამოწვევები გავაცანით, გვითხრეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას არ ენდობიან. მათი თქმით, ანგარიში ქვეყანაში არსებულ რეალობას ობიექტურად არ ასახავს.

 

შიოლაშვილი ირაკლი

 

„ანგარიში არ წამიკითხავს, ვერ დაგიდასტურებთ ძლიერ პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით ვერაფერს, ანუ არ ვიზიარებ ამ ანგარიშს“.


 

ხაბარელი შოთა

 

„რა თქმა უნდა ანგარიშს არ ვიზიარებ,არავითარი პოლიტიკური სიმპტომი აქ არ არის, არავითარი პოლიტიკური გავლენა ამაში არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის კვლევა, რომელიც პირდაპირ უნდა დავუკავშიროთ პოლიტიკურ სისტემას. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია.

 

 

სულხან მახათაძე

 

 

„სამწუხაროდ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ვარ წამოსული და არ მაქვს წვდომა ინფორმაციასთან. გეტყვით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა იყო ყოველთვის ტენდენციური და კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც ვიცი,ქართულ კომპანიებს უკვეთავენ კვლევებს, ამიტომ უნდობლობას იწვევს, რადგან არსებულ მდგომარეობას არ შეეფერება და არ შეესაბამება“.

  

 

ერეკლე ტრიპოლსკი

 

 „არ წამიკითხავს ანგარიში  და ვერაფერს დავეთანხმები“.

 

 რაზეც, არ საუბრობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კორუფცია ქვეყნის განუვითარებლობას ნიშნავს. მათი თქმით, გაუარესებული რეიტინგები არის სარკე, რომელიც ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეგრესულ მდგომარეობას.


 

 რომან გოცირიძე

 

„გუშინ დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა, დღეს კორუფციის აღქმის ინდექსი, ყოველივე ეს ქვეყანაში პოლიტიკურ რისკებს ზრდის და აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს. ქვეყნის დოვლათის გადანაწილება კლანის მიერ ხდება და იწვევს სიღარიბეს. ამიტომ ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური პერსპექტივა. როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანა მიტაცებულია, საკონსტიტუციო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ კანონის შესაბამისად და არაფორმალური მმართველი მოაჯდა ქვეყანას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია სიღარიბე დაიძლიოს და ეკონომიკა განვითარდეს, ვინაიდან კორუფცია ნიშნავს პრივილეგირებული ადამიანებისთვის სიმდიდრის დაგროვებას“.

 

 

სერგი კაპანაძე

 

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოსთვის უარყოფითი რეიტინგების მიცემა გახშირდა და ჩვენი უკუსვლა რაც არის აბსოლუტურად ლოგიკურია. ის პრობლემა, რომელიც გვაქვს, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ერთი ადამიანის მიერ, რომ არის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც აღარ უნდა დემოკრატიული ლეგიტიმაცია და უნდა უმცირესობით მართოს ერთპიროვნულად, ეს ყველაფერი არის ბუნებრივად ასახული საერთაშორისო რეიტინგებში. ამიტომ ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს ეს არსებული არაფორმალური მმართველობა, ეს უზუმპირებული ხელისუფლება რაც შეიძლება მალე შევცვალოთ არჩევნების გზით წინ წავიდეთ. იყო დრო საქართველო იყო თითით საჩვენებელი მოდელი ქვეყანა, დღეს სამწუხაროდ ვართ მაჩანჩალა“.

 

 ლევან კობერიძე

 

„ქართულმა ოცნებამ ის კორუფციული სისტემა,რომელიც „ნაციონალურ მოძრობას“ ჰქონდა თავის წიაღში არამარტო გადმოიბარა, არამედ უფრო მეტად განავითარა და პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს ქვეყანაში, რეალურად ელიტარული კორუფციის სრული ნიშნებია, ასევე არის პოლიტიკური კორუფციის ნიშნები. სწორედ ამიტომ ვიბარებთ ფინანსთა მინისტრს და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კორუფცია იქნება. ასევე სხვა მთავრობის წევრებსაც დავიბარებთ ამ საკითხზე და ბუნებრივია ეს იქნება ასახული რეიტინგებში და ფაქტიც არის, რომ გამოქვეყნებულ რეიტინგებში კორუფციის ინდექსთან მიმართებაში ვართ უკან დაწეული“.

 

 საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს ვებ -გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 3-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში  ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.

 

 

 

„2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:

 

  • ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში

 

  • კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში

 

  • სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება

 

  • მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე

 

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა


 

რეკომენდაციები

 

კორუფციის მხრივ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ანტიკორუფციული სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით:

 

 

  • ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის უზრუნველყოფა

 

  • ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება

 

  • სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან

 

  • თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა

 

  • ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე

 

  • ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა

 

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა

 

  • კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა“, ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში

 

 კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს ოცდამეშვიდედ ქვეყნდება, გასულ წლებში საქართველოს რეიტინგი შემდეგია. (რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს)

 

2018 წელი 58 ქულა, 41-ე ადგილი

 

2017 წელი 56 ქულა, 46-ე ადგილი

 

2016 წელი 57 ქულა 44-ე ადგილი

 

2015 წელი 52 ქულა, 48-ე ადგილი

 

2014 წელი 52 ქულა, 50-ე ადგილი

 

2013 წელი 49 ქულა, 55-ე ადგილი

 

2012 წელი 52 ქულა, 51-ე ადგილი

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებლები დანიას (87), ახალ ზელანდიას (87), ფინეთს (86), სინგაპურსა (85) და შვედეთს (85) აქვთ, ყველაზე ცუდი კი ვენესუელას (16), იემენს (15), სირიას (13), სამხრეთ სუდანსა (12) და სომალის (9).


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up