ანა დოლიძე: საწვავში ტყვიის აღმოჩენაზე დაკისრებული 8000-ლარიანი ჯარიმა შეურაცხყოფაა -  დროა მოვითხოვოთ ეკოლოგიური სამართლიანობა

ანა დოლიძე: საწვავში ტყვიის აღმოჩენაზე დაკისრებული 8000-ლარიანი ჯარიმა შეურაცხყოფაა - დროა მოვითხოვოთ ეკოლოგიური სამართლიანობა

access_time2018-12-06 22:00:00


აი ეს ამბავი ხუმრობა გეგონება, სატირალი რომ არ იყოს. საწვავში ტყვიის შემცველობისათვის კომპანია ჯარიმდება 8000 ლარით. რა არის კომპანიისათვის, რომელიც დღეში მილიონობით მოგებას ნახულობს, 8 ათასი ლარი ჯარიმა იმისათვის, რომ ის გვწამლავს და ფაქტობრივად სასიკვდილოდ წირავს ჩვენ ბავშვებს?! ეს ჯარიმები სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს და არ იყოს ისეთი, რომ სასაცილოდაც არ ეყოს ამ საწვავის შემომტან/გამყიდველებს. ჯარიმა არსებობს იმისთვის რომ მას ჰქონდეს შესაბამისი პრევენციულ/დამსჯელობითი ეფექტი. დღევანდელ პირობებში ამ ჯარიმის ოდენობა უბრალოდ პიარ აქციაა და არა სიმსივნის/ჰაერის პრობლემებზე რეალური ზრუნვა, — წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.



ეკოლოგიური უსამართლობის თემაზე ანა დოლიძე უფრო ვრცლად კომერსანტთან საუბრობს:


 „მე მინდა ეკოლოგიური სამართლიანობა მოვითხოვოთ. ჩვენ გვჭირდება გარემო, სადაც დავტკბებით ცხოვრებით და არა ისეთი გარემო, რომელშიც ახლა ვართ. რეალურად ყოველდღე სიკვდილის წინაშე ვდგავართ. ახლა ის ნორმა ამოქმედდება,  რომელიც 2016 წელს იყო მიღებული, აქამდე საერთოდ არ არსებობდა შემოწმების საშუალება, და ამის შემდეგ რომელიმე ხელისუფლებას შეუძლია ხმა ამოიღოს?“

 

 

ანა დოლიძის აზრით, საწვავში აღმოჩენილ ტყვიაზე 8000- ლარიანი ჯარიმის დაკისრება მოსახლების შეურაცხყოფაა:

 

 

„ის, რომ ვიღაცეები შემოწმდებიან ეს ძალიან კარგია მაგრამ, 8 ათასი ლარი იმ უზარმაზარ მოგებასთან შედარებით, რაც ამ კომპანიებს აქვთ, არის საზოგადოების დაცინვა. ეს უნდა გაიზარდოს და უნდა იყოს 100 000 ლარი და ხელმეორედ ამის ჩადენა უნდა იწვევდეს სისხლის სამართლის  პასუხისმგებლობას. ბიზნესს შემოაქვს ისეთი  ბენზინი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანებში სიმსივნის ზრდასთან. სტატისტიკა ამ მხრივ შემაშფოთებელია, ყველაზე მეტად კი მადარდებს ბავშვებში სიმსივნეებს სტატისტიკა“,  ამბობს სამართლის საერთაშორისო ექსპერტი.

 


 

ანა დოლიძე განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარება სანქციებზე და სანქციების აღსრულებაზეა დამოკიდებულია. მისი თქმით, სახელმწიფო პროცესებში არ ერთვება.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ყურადღებას ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეებზე“ ამახვილებს და განმარტავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ამდენი წლის მანძილზე არაფერს აკეთებს:

 

 

„სახელმწიფოს უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს ეკოლოგია  არის ბუჩქები და ნარგავი, სინამდვილეში სასწორზე ჩვენი ჯანმრთელობა დევს. სამწუხაროდ, ამ ჯანმრთელობის დაზიანება ყველა ნაბიჯზე ხდება: ტყვიის შემცველობა ჰაერში სამშენებლო მასალებიდანაც ხდება, რაზეც არ არის მკაცრი კონტროლი.  არ არის კონტროლი საღებავებზე, რომელიც ასევე უკონტროლოდ შემოდის. აღურიცხავი საწარმოები, სად ვყრით აკუმულატორებს, რომელიც ნიადაგში ხვდება და შემდეგ  საკვებში გადადის. სახელმწიფოს ეს საკითხი მიშვებული აქვს. ქართულ ოცნებას პარლამენტში ჰყავს მწვანეთა ფრაქცია, რომელიც სასირცხვილო ფრაქციაა იმ გაგებით, რომ ის არ არის ამ თემაზე არც ერთი კანონპროექტის და არცერთი მნისვნელოვანი კამპანიის ავტორი.  ეს არის მწვანეთა მოძრაობის შემარცხვენელი“,  აცხადებს ანა დოლიძე.  

 

ქვეყანაში ეკოლოგიური სამართლიანობისთვის ბრძოლის დაწყებაში ანა დოლიძეს საზოგადოების მობილიზების იმედი აქვს. მისი თქმით, მოსახლეობის გააქტიურების შემდეგ პოლიტიკური ინტერესი გაჩნდება, რაც ეკოლოგიურ სამართლიანობას აღადგენს:

 

 

„ქალაქში სპონტანური აქციები იმართება ჰაერის დაბინძურებაზე, ტრანსპორტის განახლებაზე და ა.შ.. ვფიქრობ, მოსახლეობა მომწიფებულია იმისთვის, რომ ეკოლოგიური სამართლიანობა მოითხოვოს. დღეს თბილისი სიკვდილით სავსე ქალაქია, ჩვენთან უსაფრთხოება დაცული არ არის, დაწყებული ტრანსპორტით, გაგრძელებული მშენებლობით და დასრულებული ეკოლოგიით. დღე არ გავა, რომ ჩვენს წრეში ადამიანი არ აღმოჩნდეს სიმსივნით დაავადებული. ეს რეალურად იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას საერთოდ არ ადარდებს რა მოუვათ ხალხს. ისინი ფიქრობენ მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე და რომელი ეკონომიკური ჯგუფი უფრო გავლენიან, რათა მისი ინტერესები გაითვალისწინონ“.

 


საერთაშორისო სამართლის ექსპერტი  ამ საკითხში ბიზნესის როლზეც ამახვილებს ყურადრებას და აცხადებს - საქართველოში ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობა დაბალ დონეზე აქვთ:

 

 „ევროპულ სტანდარტებთან და სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ გაგებასთან  ჩვენი ბიზნეს სექტორი ძალიან შორს არის. ძირითადად ერთჯერად ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ, საქართველოში ზოგადად არსებობს პრინციპი - ის, რაც ჩემს ეზოს გარეთ ხდება, ჩემი სადარდებელი არ არის. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს კერძო და საჯარო ინტერესის თანაფარდობა. ჩვენთან სახელმწიფო ამ მხრივ, ფაქტობრივად, გამქრალია, კონკურენციის სააგენტო არ არსებობს, გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან ცოტა რამეს აკეთებს და რეალურად საჯარო სივრცე ნელ-ნელა შეიჭამა“,-  ასეთია ანა დოლიძის პოზიცია.


ბაჩო ადამია

 

 



თეგები:
ანა დოლიძე



პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up