“მმართველი გუნდი ცდილობს არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა ბიზნესს გადააბრალოს“ - ბიზნეს ასოციაციები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას აფასებენ

“მმართველი გუნდი ცდილობს არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა ბიზნესს გადააბრალოს“ - ბიზნეს ასოციაციები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას აფასებენ

access_time2019-08-05 17:30:19

„მე ვერ ვხდები რა შეთანხმებაზეა საუბარი იმიტომ, რომ ასოციაციებს შორის კარტელური გარიგება ბუნებაში არ არსებობს. ეს განცხადება ყოველგვარი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“,— ასე აფასებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე კონკურენციის სააგენტოს დაინტერესებას იმ კომპანიების განცხადებებით, ვინც ფასების შესაძლო მატებაზე საუბრობდა. ივა ჭყონია განმარტავს, რომ საუბარი ბიზნესს შორის ე.წ. კარტელურ გარიგებებზე, აბსურდია. მისი თქმით, არ არსებობს ზედა ან ქვედა ზღვარი საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ბიზნესის კონტროლი ამ მიმართულებით შეუძლებელია.


„ვფიქრობ, ამ განცხადებით მთავრობამ იმუშავა მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ ფასების ცვლილება არ მოხდება. თითქოს შეამოწმებენ ბიზნეს სექტორს და არ დაუშვებენ რამე გარიგებას ფასების გასაზრდელად.  ეს განცხადებები ყველანაირი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილია იმიტომ, რომ არანირი რეგულაცია არ არსებობს ფასების ზედა ან ქვედა ზღვარი  რომ დაუწესონ. ყველანაირი ლოგიკით, როდესაც ლარი უფასურდება ფასი იზრდება, წელს ხომ არ მომხდარა მარტო ესე? ნებისმიერი პროდუქტი რომ ავიღოთ, ვანახავთ, როგორ იზრდება ფასი. ყველაზე მარტივი მაგალითია ნავთობ პროდუქტი, რაზეც ფასი საგრძნობლად გაიზარდა და პირდაპირაა მიბმული დისტრიბუციაზე, ხელით ხომ არ დაგვაქვს ეს პროდუქტი, ლოგისტიკა ხომ არის საჭირო?“, განაცხადა ივა ჭყონიამ.


„დიპლომატ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორმა დიმიტრი შენგელია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ფასების შესაძლო მატებაზე საუბარში არანაირი დარღვევა არ იკვეთება.


„მე ვერ მივხვდი კონკურენციის სააგენტოს რისი თქმა უნდოდა. ლარის კურსის გაუფასურებაზე კომენტარი  ყველამ გააკეთა და ყველამ თქვა, რომ ფასები შესაძლოა გაზარდოს  — ჩვენც იგივე ვთქვით. არანაირი დარღვევა აქ არ ყოფილა და არანაირი შეთანხმება არავისთან არ მქონია. ყველასთვის გასაგებია, როდესაც მყარ ვალუტაში შემოაქვთ იმპორტი კომპანიებს,  მათ უწევთ ფასების გადახედვა . ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ფასების გაძვირებას, ვაკვირდებით კურის ცვალებადობას. არავის სჭირდება ფასის ზრდა , რადგან ეს გაყიდვებზე მოქმედებს. ჩვენ ყოველთვის ყველასთან ვთანამშრომლობთ, ჩაატარონ კვლევა მაგრამ დარწმუნებული ვარ ვერანაირ კანონ დარღვევას ვერ იპოვიან“,-  განმარტავს დიმიტრი შენგელია.



საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს ბიზნესისგან მტრის ხატი შექმნას და არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა მას გადააბრალოს.

 

„ვიტყვი რომ კონკურენციის სააგენტოს განცხადება იყო არა კომპეტენტური, არა ობიექტური. ქვეყანა, სადაც სასურსათო კალათაში 80 პროცენტი იმპორტული საქონელია, როდესაც ნებისმიერი პროდუქციის ფასწარმოქმნაში, თუნდაც ადგილობრივის იმპორტი უდიდეს მონაწილეობას ღებულობს იქ ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ ფასის მატება არის ჩვეულებრივი დ გარდაუვალი ამბავი. მათ მიერ გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლო ეჭვის კატეგორიაში გადის. თუ დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,91-ია ხოლო წინა წელს ანალოგიურ პერიოდში 2, 53 იყო, ვერც იმპორტიორი და ვერც ადგილობრივი მეწარმე ვერანაირად ვერ მოახერხებს იგივე ფასში პროდუქციის რეალიზებას და ფასის არ გაზრდას. როცა ხარ დამოკიდებული იმპორტზე და როცა უფასურდება ეროვნული ვალუტა ავტომატურად იზრდება ფასები ეს არის აქსიომა და ამაზე ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხები და ვინც არ უნდა გამოთქვას ეჭვები, მაინც ვერაფერს შეცვლს. ფასების ზრდა თუ ვინმეს უნდა გადააბრალონ, დააბრალონ მათ ვინც რეალური დამნაშავეა. ფაქტობრივად, მე უნდა ვიზარალო და პროდუქტზე ფასი არ უნდა გავზარდო,  ამაზე თურმე ვარაუდიც არ უნდა გამოვთქვა, ეს ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან.


ბაჩო ადამია





პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up