მმართველი ძალის უპასუხისმგებლობის გამო მინდელის მაღაროს ადამიანები ეწირებიან

მმართველი ძალის უპასუხისმგებლობის გამო მინდელის მაღაროს ადამიანები ეწირებიან

access_time2018-07-17 09:00:00

სასაკლაო -  სწორედ ასე დაარქვა საზოგადოებამ ადგილს, სადაც წლების განმავლობაში ათობით ტრაგედია ხდება. ტყიბულის  მინდელის სახელობის შახტს, კიდევ  4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 6 კი - დაშავდა.  მხოლოდ, 2018 წელს, პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, შახტებში სულ უკვე გარდაცვლილია  11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. 


ყველა  ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მიზეზი ან დამნაშავე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.  როგორც წესი, წინასწარი  პასუხი ერთია - ბუნებრივად მომხდარი სამთო დარტყმა. ეს ფრაზა კი ყველას ერთნაირად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან  - კომპანიის „საქნახშირის“,  რომელიც დღეს შახტს მართავს და,  რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელია თვითოეული მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხო შრომის გარემოზე.



 „კომერსანტი“ რამდენიმე საკითხით დაინტერესდა:


რა ხდება მინდელის სახელობის მაღაროში?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანების ბედზე, რომლებიც მიწის ქვეშ არსებობისთვის იბრძვის?

რატომ არ ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს კერძო კომპანია „საქნახშირი“ და რატომ არ სთხოვს პასუხს სახელმწიფო?

დაგვიანებულია თუ არა პრემიერის ნაბიჯი შახტის დახურვის გადაწყვეტილებაზე ?

აქამდე, სად იყო ხელისუფლება?

შახტის სრულად დახურვის შემთხვევაში, რა ბედი ეწევა მეშახტეებს, რომელთა ერთადერთი შემოსავალი მიწისქვეშ მოიპოვება?

რა ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით?


პრემიერ-მინისტრმა სასაკლაოდ გამოცხადებული მაღაროს დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ამით მმართველი ძალა ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობა. დაგვიანებულ  გადაწყვეტილებებს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, ბევრი ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა, ბევრი სიკვდილის სტრესის ქვეშ ისევ ჩადის ლუკმაპურის საშოვნელად, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ პასუხისმგებლობიდან თავის დასაძრომად პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატების დიდმა ნაწილმა გამოსავალი წინა პრემიერისთვის ხელების შეწმენდაში ნახა. შესაძლებლობა რომ იყოს, გიორგი კვირიკაშვილსაც ექნებოდა „საკუთარი სიმართლე“, მაგრამ ფაქტია, საქართველოს პასუხისმგებლიანი და რეალურად საქმის გამკეთებელი ხელისუფლების არცერთი შტო არ ჰყავს.



ტყიბულში მომხდარი არაერთი ტრაგიკული ფაქტი ადასტურებს, რომ შრომის უსაფრთხოება ქვეყანაში დიდ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ საუბრობენ თავად მეშახტეები, საზოგადოება, ოპოზიცია, მთავრობა, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა პრობლემა მაინც მოუგვარებელია. სახელმწიფოს როლი კი დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მხოლოდ  გლოვის დღეების გამოცხადებაში ჩანს.


„კომერსანტი“  რამდენიმე თვის წინ თავად იყო მინდელის მაღაროში და წერდა, როგორც მუშების არაადამიანურ სამუშაო გარემოზე, ასევე თავად  კომპანიის „საქნახშირის“ საქმიანობაზე. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია უკვე რამდენიმე წელია რაც ადგილზე მუშაობს, თუმცა როგორც GIG-ის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ ჯერ კიდევ მაშინ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კომპანია უკვე წლებია ტყიბულში წაგებაზე მუშაობს და ბაზრიდან გასვლასაც არ გამორიცხავს. ამჯერად კი, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიების ფონზე,  GIG-მ უკვე ოფიციალურად და ღიად გამოთქვა სურვილი „საქნახშირი“ მოიშოროს და მთავრობას უსასყილოდ გადასცეს.


„რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და ამ მიმართულებით  კომპანიის მხრიდან ტყიბულში განხორციელდა 13 მლნ. ლარის ინვესტიციაც. თუმცა  აღნიშნული მაინც დიდ გამოწვევად რჩება და ასეც გაგრძელდება. ზოგადად, ამ სფეროში რისკების განულება შეუძლებელია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 13 მლნ. ლარის გარდა კიდევ არაერთი ღონისძიებაა გასატარებელი, რაც უფრო მეტად შეამცირებდა რისკებს, მაგრამ ესეც დიდ თანხებს საჭიროებს“, - აღნიშნავდა ზურაბ გელენიძე.


ზურაბ გელენიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შრომის უსაფრთხოებაზე, არ ეთანხმება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში „საქნახშირი“ , როგორც დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემო.


გელენიძის პოზიცია, რომ 13 მლნ. ლარის გარდა კიდევ დიდი თანხებია საჭირო შესაბამისი შრომის უსაფრთოების შესაქმნელად და ამის საშუალება კომპანიას არ აქვს - ეს არ არის არგუმენტი.  მაშინ „საქნახშირი“-მა უნდა დაანებოს ამ საქმეს თავი და სხვას გადააბაროს ტყიბული.


რაც შეეხება ზოგადად პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველა კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. ეს ტრაგედიები პირდაპირ მიანიშნებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონისა და მისი აღსრულების არაეფექტიანობაზე. ახალი კანონიც უმოქმედოა, რადგან არ არის დამტიცებული ნუსხა იმ საქმიანობების, სადაც შესაძლოა განხორციელდეს ინსპექტირება “,- განმარტავს რაისა ლიპარტელიანი.


მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან უკვე დაგვიანებულია პრემიერის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც მინდელის შახტის დროებითი დახურვის შესახებ. როგორც ირკვევა, მინდელის შახტის დროებითი დახურვის ინიციატივა „პროფკავშირმა“  ჯერ კიდევ აპრილში მომხდარი ტრაგედიის დროს ითხოვა, თუმცა სანამ შემთხვევა არ განმეორდა, მთავრობა უმოქმედო იყო.


„ჩვენი ინიციატივა შახტის დროებით დახურვასთან დაკავშირებით პრემიერს რომ გაეზიარებინა  თავის დროზე, მინიმუმ დღევანდელი  ფაქტის პრევენცია მაინც მოხდებოდა. ფორმალურად შექმნილია სამმხრივი კომისიაც, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ისიც ჩვენი ინიციატივით. ამ მუდმივი კომისიის მუშაობა არის სრულიად არაეფექტიანი. ახლა, როგორც ვიცი  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით მიმდინარეობს ექსპერტების შერჩევა და იმედია დასკვნა მალე დაიდება, მაგრამ ესეც დაგვიანებულია. ამდენი ადამიანის სიცოცხლე ხომ არ შეეწირებოდა ამ ყველაფერს, უბრალოდ რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება მინდელის შახტი თავის დროზე გაჩერებულიყო?!“,- აღნიშნავს ლიპარტელიანი.


კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ტყიბულსა და მეშახტეებს იმ შემთხვევაში თუ მინდელის სახელობის მაღარო სამუდამოდ დაიკეტება, „პროფკავშირების“ წარმომადგენლის განცხადებით, ამის შესახებ მათ რამდენჯერმე მიმართეს მთავრობას, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს.


„დიდია ალბათობა, ექპერტიზის შედეგად დაიდოს დასკვნა, რომ შახტი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. მაშინ, როცა ტყიბულში ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ იქ მუშაობაა, აუცილებელია მთავრობამ იზრუნოს ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ კუთხით ჩვენ რამდნეიმე ინიციტივაც გვქონდა. დასაწყისში უნდა მოხდეს მუშების ფულადი კომპენსირება ხელფასების სახით, შემდეგ კი უნდა მოხდეს ადგილის ეკონომიკური შესწავლა და გარკვეული პროექტების სუბსიდირება, თუნდაც მომსახურების სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. ეს ყველაფერი აქამდეც შესაძლებელი იყო, უბრალოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო“,- აღნიშნავს ლიპარტელიანი.


დაიხურება თუ არა სამუდამოდ მინდელის სახელობის შახტი, მიიღებს თუ არა სახელმწიფო საჩუქრად მაღაროს, რომლის მოშორებაც კერძო კომპანიას სურს, ან ვინ გადაიბარებს მის მართვას - პასუხები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.




სალომე ლემონჯავა





რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს

როგორ აპატარავებს ინფლაცია ხელფასს
access_time2021-08-04 13:00:55
ინფლაციის განაკვეთმა ივლისში ბოლო 10 წლის რეკორდი მოხსნა და 11.9%-ს მიაღწია. პირველადი მოხმარების თითქმის ყველა პროდუქტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ორნიშნა პროცენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც ლარში უცვლელად შენარჩუნდა, რეალურად გაღარიბდნენ. 2021 წლის ივლისის 1000 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის ივლისის 895 ლარს გაუტოლდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში რაიმე ნივთსა თუ მომსახურებას აბსოლუტური...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...


მსგავსი სიახლეები

up