„მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვაობის გამო შესაძლებელია უმრავლესობამ ბიუჯეტს მხარი აღარ დაუჭიროს, რაც რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდება“

„მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვაობის გამო შესაძლებელია უმრავლესობამ ბიუჯეტს მხარი აღარ დაუჭიროს, რაც რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდება“

access_time2019-11-15 10:00:13

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, მარიამ ჯაშმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ზაზა ხუციშვილმა და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.


ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის პარალელურად, დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ აქტიურად დაიწყოს იმის შესახებ საუბარი რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული სპექტაკლია.


დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას რიგგარეშე არჩევნების წინაპირობად აფასებს. მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვაობის გამო შესაძლებელია უმრავლესობამ ბიუჯეტს მხარი აღარ დაუჭიროს, რაც მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდება.


„რაც დღეს ქუჩაში ხდება და მოხდება, ასევე რაც პარლამენტში მოხდა, ყველაფერი  სწორედ რიგგარეშე არჩევნების წინაპირობაა. პარლამენტი თუ ბიუჯეტს ჩააგდებს, გამოდის რომ კანონმდებლები მთავრობას მხარს აღარ უჭერენ, რადგან მთავრობის ძირითადი დოკუმენტი სწორედ ბიუჯეტია. ეს შემდეგ ხდება მთავრობის დათხოვნის საფუძველი და რადგან სხვა უმრავლესობა პარლამენტში აღარ ფორმირდება და ვერც დაფორმირდება იმ მოცემულობიდან გამომდინარე რაც გვაქვს - ქვეყანაში ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.



რიგგარეშე არჩევნები ამ ეტაპზე  მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ორგანიზებული ძალები არიან, მათ უკან დგას დიდი მედია შესაძლებლობები და დიდი ფინანსები.  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, რომ სხვა საარჩევნო სისტემა აწყობდა, ფაქტია, ასეთ შემთხვევაშიც ძალიან კომფორტულად იგრძნობდა თავს. ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ძირითადად მაინც იქმნება რესურსზე დამოკიდებული არჩევნები და არა შინაარსზე, რადგან შინაარსისთვის დრო არ დარჩება. განხორციელდება  საქართველოსთვის ჩვეული პოლიტიკური პროცესი, როცა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგაა და არა პროცესი პოზიტიური არჩევანისთვის“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

ბექა ნაცვლიშვილისგან განსხვავებით ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნას მთავრობა ვერ მოახერხებს, თუმცა, ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის შექმნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს.


„თუ ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, პარლამენტი დაითხოვოს და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავის არ აწყობს, გარდა მთავრობისა. მეეჭვება, რომ მთავრობამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოახერხოს, თუმცა, ბიუჯეტის ჩავარდნის  გზით. „ქართულ ოცნებას“ ახლა ორი რაღაც აწყობდა– ერთი,რომ არ მომხდარიყო საკონსტიტუციო ცვლილება და მეორე - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია თითქმის არასდროსაა მომხრე იმის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, რადგან რესურსების მომზადება, ფინანსების მოზიდვა მთავრობას უფრო მარტივად გამოსდის  და მომზადებული ხვდება ასეთ პროცესებს. ამასთან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არასტაბილურობის განცდას ქმნის, ხოლო არასტაბილურობის დროს მთავრობა უფრო მეტ  ქულას იწერს.“ - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.


ბაჩო ადამია 





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up