„სათამაშო ბიზნესი ქართული ოცნების შავ სალაროს აფინანსებს“

„სათამაშო ბიზნესი ქართული ოცნების შავ სალაროს აფინანსებს“

access_time2019-10-28 11:00:21

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს. აზარტული და მომგებიანი თამაშების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მმართველი გუნდის ყოფილი წევრი უკვე მეორედ შეეცდება.

 

„ზუსტად იგივე შინაარსის კანონპროექტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა ჩააგდო. საკანონმდებლო აქტში პრინციპული განსხვავება არ არის, უბრალოდ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის საკითხი კვლავ დავაბრუნეთ დღის წესრიგში“, - განუცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“.

 

 „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტმა ერთხელ უკვე ჩააგდო. ვერდიქტის მოლოდინში ექვსი თვე გავიდა. თუმცა,მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. საქართველოში ფსონების მიღება ისევ ისეთივე მარტივია როგორიც სულ იყო, ონლაინ თამაშებზე ისევ ასობით არასრულწლოვანს მიუწვდება ხელი, ისევ ასობით ადამიანი იღებს კრედიტებს აზარტული თამაშების გამო.  კითხვაზე რატომ ფერხდება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა, ლევან გოგიჩაიშვილი გვპასუხობს, რომ სათამაშო ბიზნესს გავლენიან მფარველები ჰყავს.   

 

„არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი. ყველა დეპუტატი გიპასუხებთ, რომ პრობლემა რეალურია და მას გადაჭრა უნდა. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ისინი უკან იხევენ. ჩემთვის მიზეზი მარტივია – მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ უნდათ კანონპროექტის დამტკიცება და ამით პრობლემის მოგვარება. დეკლარირებულად ყველა პრემიერ მინისტრს გაცხადებული ჰქონდა, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ დროს არავინ არაფერს აკეთებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ან არიან გულწრფელები და ატყუებენ მოსახლეობას ან მართლა უნდათ რაღაცის გაკეთება, მაგრამ ისეთი ძალა აჩერებთ,რომელთან შეწინააღმდეგების უნარიც  არ აქვთ. რეალურად, სათამაშო ბიზნესის განვითარება უამრავი ადამიანის გაღარიბებას ნიშნავს, სახელმწიფო კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

მისი განმარტებით,მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, სათამაშო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს, რადგან სათამაშო ბიზნესი ქართული ოცნების  შავ სალაროს აფინანსებს.

 

„ქართულ ოცნებას იმ საკანონმდებლო სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა, რაც ბაზარზეა. რეალურად, ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას უტოვებს აღნიშნულ კომპანიებს სხვადასხვა საშუალებებით მანიპულაციები აკეთონ, მაგალითად, სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ბიზნესის საშუალებით ფული გათეთრდეს. ონლიან კაზინოების გამოყენებით ფულის გათეთრება არის ყველაზე მარტივი. ჩემი აზრით, სათამაშო ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული, რეალურად არსებობს თანხები, რომლიც ამ კომპანიებს ხელისუფლების შავ ბუღალტერიაში შეაქვთ. ამიტომ არსებული საკანონმდებლო სტატუს ქვო აწყობს ბიზნესაც და „ქართულ ოცნებასაც“, ეს ორი ჯგუფი ძალიან დიდი სარგებელს პოულობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 


კომერსანტის კითხვაზე აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შეფერხებით მმართველი გუნდი უწყობს თუ არა ხელს სიღარიბის ზრდას ქვეყანაში, ქართული ოცნების ყოფილი წევრი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სჭირდება ღარიბი მოსახლოება, რათა მათ ადამიანების მართვა შეძლონ.

 

„ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მიისწრაფვის ძალაუფლების კონცენტრაციისკენ, მიისწრაფვის ინსტიტუტების დამორჩილებისკენ და სახელმწიფოს მიტაცებისკენ. ის არასდროს არ არის დაინტერესებული ძლიერი საშუალო ფენით. ფეხზე დამდგარი და ძლიერი მოქალაქეები სახელმწიფოს კანონის უზენაესობას მოსთხოვს, მაგრამ როდესაც აპირებ კანონის უზენაესობა ფეხქვეშ გათელო და ავტორიტარიზმისკენ გადადგა ნაბიჯები, ბუნებრივია მაშინ დაინტერესებული ხარ, რომ შეინარჩუნო ისეთი სოციალური ფონი რომელიც, არჩევნებზე დიდი ფულის დახარჯვის შემთხვევაში საშუალებას მოგცემს მართვის სადავეები შეინარჩუნო. ის მოცემულობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას,  რომ ხელისფულება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, -განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

დეპუტატი  კომერსანტთან კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელშიც სარეკლამო კომპანია ალმა, თბილისის მერია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყვნენ ჩაბმულნი. თუმცა, დეპუტატის ამ განცხადებების მიუხედავად საგამოძიებო უწყებებს საკითხის შესწავლა არ დაუწყიათ.

 

„დროთა განმავლობაში ჩვენ ყველაფერს აქტიურად გავაჟღერებთ. საგამოძიებო ორგანოები მინიმუმ იმ ინფორმაციით უნდა დაინტერესდეს, რა ინფორმაციაც პარლამენტის წევრს აქვს. მე ინფორმაციას გავუზიარებ თუ არ გავუზიარებ ეგ ჩემი საქმეა, მაგრამ ინტერესი ხომ უნდა გამოხატონ? ნებისმიერი ასეთი გაცხადებული ინფორმაცია არის საფუძველი, რომ სავარაუდო კორუფციულ სქემის ფაქტზე საქმე აღიძრას. ჩვენი ამოცანაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ასევე ვეცდებით ზეწოლა განვახორციელოთ სახელმწიფო შესაბამის სტრუქტურებზე, რათა  შესაბამისი მოქმედებები განახორციელონ. სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ ებრძოლოს კორუფციას და ასეთი გარიგებები გამოიძიოს და არ დატოვოს რეაგირების გარეშე. მე არ მიკვირს მათი თავშეკავება, კითხვა როდესაც დავუსვი სუს–ის ახალ ხელმძღვანელს, ისეთი ზოგადი პასუხი გამცა, რომ აშკარად ადამიანმა იცის რაც ხდება, მაგრამ უბრალოდ პოლიტიკური კონიექტურა მას დღეს ამაზე მეტის გაკეთების საშუალებას არ აძლევს“, - განუცხადა კომერსანტს ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ახლად დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს:


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალიწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულ აკრძალვას.

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას - კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალიწინებს აკრძალვას ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელებისას.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას-კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალიწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების წესის დამრღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებას თითოეულისათვის 10000 ლარის ოდენობით.

 

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას -კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „რეკალამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულ აკრძალვას.

 

 

ბაჩო ადამია 




„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up