MIT-ის ბიტებისა და ატომების ცენტრის მკვლევრები ამბიციურ პროექტზე მუშაობენ - ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ. ამის შესახებ techcrunch-ი წერს. მეცნიერები აღიარებენ, რომ ავტონომიური თვითმშენებლობის რობოტის შექმნამდე ჯერ კიდევ წლები სჭირდებათ, მაგრამ სამუშაომ ჯერ-ჯერობით დადებითი შედეგები აჩვენა.
Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ დიდი კონსტრუქციების შესაქმნელად უფრო დიდი მანქანები და დიდი ინვესტიციაა საჭირო ან ასეთი მანქანის შექმნა საერთოდ შეუძლებელია.
ამ სისტემებისთვის სათანადო დონის ინტელექტის შექმნა დიდი სირთულეა. სხვა საკითხებთან ერთად, რობოტებმა უნდა დაადგინონ, როგორ და სად უნდა ააშენონ ახალი რობოტი და, ამ პროცესში, როგორ აიცილონ თავიდან ერთმანეთთან შეჯახება, წერს გამოცემა.
თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო ეროზიისგან და ზღვის დონის აწევისგან სანაპიროს დაცვის სტრუქტურების მშენებლობითაცაა დაინტერესებულია. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობას NASA და აშშ-ს არმიის კვლევითი ლაბორატორია იღებს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა