„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

access_time2020-07-13 18:00:24

ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს.


„მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს. საშუალო ფასს თუ ავიღებთ, გამოდის, რომ 18 000 ლიფტის გამოსაცვლელად $117 მილიონი, ანუ, 356 მილიონი ლარია საჭირო. ეს თანხა თბილისის მთლიანი ბიუჯეტის მეოთხედია.


მაგრამ, ცალკე საკითხია, ვინ უნდა გამოცვალოს ეს „მკვლელი ლიფტები“ – სახელმწიფომ, თუ თავად მოსახლეობამ? – საბჭოთა დროინდელი კორპუსები დღეს პრივატიზებულია, თითოეული ბინა კერძო საკუთრებაა და ასევე კერძო საკუთრებაა ლიფტებიც, რომელთა მოვლაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ვალდებულებაა.


„მკვლელ ლიფტებზე“ საზოგადოებაში და მედიაში ხმაური პერმანენტულად ტყდება და ამ ხმაურის სიხშირე უბედური შემთხვევების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი ამორტიზებული ლიფტებისგან, ამის შესახებ „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.
„ლიფტი ისეთივე მექანიზმია, როგორიც ავტომობილი და მას სჭირდება მოვლა, რაც, ბუნებრივია, ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ ავტომობილი ვერ გაივლის ყოველწლიურ სავალდებულო ტექდათვალიერებას, მისი მფლობელი იძულებულია შეაკეთოს, ან გააჩეროს მანქანა. ანალოგიური მიდგომაა საჭირო ლიფტებთან მიმართებაშიც“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გაგებით ეკიდება მოსახლეობის წუხილს, რომ ყველას არ გააჩნია ფინანსური რესურსი ლიფტის შესაკეთებლად და მით უმეტეს – ახლით შესაცვლელად, მაგრამ ისინი ვალდებული არიან, ლიფტის გამართვისთვის გაწიონ მუდმივი ხარჯი. მისივე თქმით, არ შეიძლება ლიფტის ხელოსანი გამოიძახონ მხოლოდ მაშინ, როცა ლიფტი გაფუჭდება, რადგან მექანიზმი ხან შეიძლება არ დაიძრას, ხან კი შეიძლება მოწყდეს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს.



ირაკლი როსტომაშვილს განვითარებული ქვეყნების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ მოქმედებს შემდეგი სისტემა: მობინადრეთა ამხანაგობებსა და ლიფტების მომსახურების კომპანიებს შორის გაფორმებულია კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპანია მუდმივ პასუხისმგებლობას იღებს ლიფტების გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე.


„ეს მომსახურება ყოველთვიურად გარკვეული თანხა ჯდება, თუმცა კომპანია უზრუნველყოფს ლიფტის გამართულ მუშაობას. ჩემი მყარი პოზიციაა, რომ უნდა შეიქმნას ბინათმფლობელების ამხანაგობები და სავალდებულო იყოს სისტემატიზირებულად დაიდოს კონტრაქტები კომპანიებთან, რომლებიც ლიფტების გამართულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


მისივე აზრით, ამორტიზებული ლიფტების შეცვლა სახელმწიფოს პრეროგატივა არ უნდა იყოს. ეს მოსახლეობამ თავის თავზე უნდა აიღოს და გასწიოს შესაბამისი ხარჯი, რათა დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


„ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ ამაზე ზრუნვა და მოვუწოდებ მერიას, ლიფტების მოვლა სავალდებულო გახადონ. მესმის, რომ არაპოპულარული იქნება ეს ნაბიჯი, თუმცა უაღრესად საჭიროა თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ასევე აქტუალურიად მიიჩნევს კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოვლას. მისი თქმით, მშენებლები კორპუსებში ამონტაჟებენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, რაც მათთვის სავალდებულოა, ხოლო კორპუსის გაყიდვის შემდეგ ამ სისტემაზე არავინ ზრუნავს. ეს იმ დროს, როდესაც ასეთი სისტემის 24–საათიან მზადყოფნას შესაბამისი მოვლა სჭირდება. ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ ამ სისტემაზე პასუხისმგებელიც სპეციალური კომპანიები უნდა გახდნენ, რომლებსაც მოსახლეობა გარკვეულ თანხას გადაუხდის და იმედიანად იქნება, რომ დაცულია.


„მსგავსი პრობლემური საკითხია მიშენებებიც, რომლებიც თავის დროზე, საეჭვო კომპანიების მიერ, ძალიან უხარისხო მასალით გაკეთდა. არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ იმის იმედად, რომ არაფერი მოხდება. ვიდრე კატასტროფის წინაშე არ დავდგებით, ვიღაცამ ამაზე უნდა იფიქროს სერიოზულად. ამ მიშენებების ნგრევა დაიწყება, როგორც კარტების სახლების. 40 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, რომ ეს საკითხი უმწვავესი პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.


(NS)





თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
access_time2020-10-20 12:20:57
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს. კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური...

World Class - ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

World Class -  ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-10-20 13:30:45
World Class - ის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფიტნეს კლუბი დროებით წყვეტს მუშაობას რადგანაც კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:   „ძვირფასო კლუბის წევრებო,   World Class-ის ადმინისტრაცია გაცნობებთ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID-19 ინფიცირება, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იმყოფება...


მსგავსი სიახლეები

up