მკვეთრი გამყარების შემდეგ, ლარმა გაუფასურება განაახლა

მკვეთრი გამყარების შემდეგ, ლარმა გაუფასურება განაახლა

access_time2021-06-07 13:30:35

ერთთვიანი მკვეთრი გამყარების შემდეგ ახალი კვირა ლარმა მცირედი გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1500 ნიშნულით დაიწყო და თბილისის დროით 12:30-ზე 3.1650-ს მიაღწია. პარასკევს გამოცხადებული ორშაბათის ოფიციალური კურსი კი 3.0791-ს შეადგენს.


1 თვის წინ აშშ დოლარი 3.4430 ღირდა. მაისის მეორე ნახევარსა და ივნისის პირველ კვირაში, ეროვნული ვალუტა 36.4 თეთრით გამყარდა, რაც 11.6%-იან გამყარებას ნიშნავს, რის შემდეგადაც კურსი 2020 წლის სექტემბრის დასაწყისის მაჩვენებელს დაუბრუნდა.


მკვეთრი გამყარების მიზეზად რამდენიმე ფაქტორი დასახელდა: 1) კოვიდრეგულაციების შერბილება; 2) ტურიზმის მცირედი აღდგენა; 3) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება; 4) მოლოდინები.



ბოლო ერთ თვეში კომენდანტის საათმა 21:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე გადაინაცვლა. რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაიბის უფლება მიეცათ. მაისის სტატისტიკა არ დადებულა, მაგრამ აპრილში ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის სრულ ვარდნასთან შედარებით 140%-ით გაიზარდა. 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით 9.5%-მდე გაიზარდა, რისი ეფექტიც მაისში გამოჩნდა, თავად რეფინანსირების სესხის მოცულობა კი 3 მლრდ ლარიდან 980 მლნ-მდე შემცირდა.


პარასკევს ბლუმბერგზე მიმდინარე კურსი დროის მცირე მონაკვეთში 3.05-მდეც შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ 3.15-მდე გაუფასურდა.


ლარის გამყარებას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია. მაისში ოფიციალურმა ინფლაციამ 7.7%-ს მიაღწია. საქსტატს ფქვილზე და ელექტროენერგიაზე სუბსიდირება ფასის შენარჩუნებად კი არა გაძვირებად რომ ჩაეთვალა  ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებლს მიაუხლოვდებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up