“მკვდრეთით აღდგენას გილოცავ საქართველო!“–ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობაში საქართველოს შანსს ხედავს

“მკვდრეთით აღდგენას გილოცავ საქართველო!“–ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობაში საქართველოს შანსს ხედავს

access_time2020-01-06 18:30:01

ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის, სადაც რეგიონის ისტორიას ძველი წელთაღრიცხვიდან მოყვება და კავკასიის როლზე წერს. კონფლიქტში, რომელიც შესაძლოა ირან–ამერიკას შორის დაიწყოს და რეგიონი მოიცვას, ისტორიკოსი საქართველოს შესაძლებლობას ხედავს:


“ისტორია იწყება შუმერიდან”- სემუელ კრამერი. ძვ.წთ. მე-4 ათასწლეულიდან ძვ.წთ. 500 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო კავკასია, შუამდინარეთი, ირანი, მცირე აზიის ნახევარკუნძული, სირია-პალესტინის ტერიტორია და ეგვიპტე: მტკვარ-არაქსის კულტურა, შუმერი, აქადი, ძველი ეგვიპტე, ელამი, აიეტი და მედეა, ხამურაბის ბაბილონი, თრიალეთის კულტურა, აბრაამი, იაკობი, იოსები და ძმანი მისნი, ჰიქსოსები, ხეთების სამეფო, კასიტები, ხური-მითანი, ეხნატონი, ნეფერტიტი, ტუტანხამონი, რამზესები, ქადეშის ზავი, ხალიბების (ხალდების) მიერ რკინის მეტალურგიის განვითარება, “ზღვის ხალხების შემოსევა”, «ტროას ომი”, მოსეს მიერ ისრაელის გამოყვანა ეგვიპტელთა ტყვეობიდან, ასურეთი, დიაოხი,კოლხური კულტურა, ურარტუ, კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები,ფინიკია, მიდია, ნაბუქოდონოსორ II-ს ბაბილონი და ებრაელთა ტყვეობა, კრეზის ლიდია და კიროს აქემენიანის სპარსეთი.


ძვ.წთ. 500-334 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრმა დასავლეთით, ეგეოსის ზღვის აუზში გადაინაცვლა: ბერძენ-სპარსელთა ომები, პელოპონესის ომები და მაკედონიის სამეფოს ელადაში გაბატონება.


334-270 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრი კვლავ შუამდინარეთ კავკასიის ხაზზე დაბრუნდა: ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები და ალექსანდრეს მიერ დედაქალაქად ბაბილონის გამოცხადება, სელევკიდების სახელმწიფოს ჰეგემონობა.


ძვ. წთ. 264-146 წ.წ. მსოფლიო ისტრიის ცენტრი ხმელთაშუაზღვის დასავლეთ ნაწილში გადადის: 3 პუნიკური ომი , თავის ჰანიბალითა და სციპიონებით, თუმც 215-146 წლებში ცენტრი ისევ აღმოსავლეთით “მოჩოჩავს: მაკედონური ომები, 190- მაგნეზიასთან ბრძოლა.



ძვ. წთ.89-27 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრი ძირითადად ბალკანეთი და მცირე აზიაა : რომი-პონტოს ომები, სამოქალაქო ომები: ფარსალოსი, ბრძოლა ფილიპესთან და აქციუმის კონცხთან. ( გამონაკლისი მხოლოდ “გალიის ომია” ძვ.წთ. 58-50 წლებში.


ქრისტეშობიდან 1453 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი შუამდინარეთ-კავკასიის ხაზია: პართია-რომის ომები, ფარსმანები, იუდაელთა ომი, ვესპასიანე, ტრაიანე, ადრიანე პიუსი... რომისა და სასანური ირანის ომები, ნისიბისის ზავი, ბიზანტიის და სასანიდების ომები, 20 წლიანი ომი ეგრისში, ნინევეას დაცემა, ბიზანტია-არაბთა სახალიფოს დაპირისპირება, თურქ-სელჩუკთა შემოსევები, ჯვაროსნები, დავითისა და თამარის საქართველო, სალადინი, მონღოლები, გიორგი ბრწყინვალეს საქართველო თემურ-ლენგი და გიორგი VII, კონსტანტინოპოლის დაცემა.


1453 წლიდან მსოფლიო ისტორიის ცენტრი ჯერ მედიჩების რენესანსულ , ხოლო მე-16 საუკუნიდან ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებზე გადადის: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, მათი აღმოჩენები და მათ შორის ომები.


1789 წლიდან 1991 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი ევროპის კონტინენტია: საფრანგეთის რევოლუცია, ნაპოლეონის ომები, პრუსია-გერმანიის იმპერია, იტალიის სამეფო, ვიქტორიას ბრიტანეთი, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, სტალინ-ჰიტლერ-მუსოლინ-ჩერჩილ-რუზველტით. აშშ-სსრკ-ს ცივი ომი, რომლის ცენტრალური ცეცხლის ხაზიც ბერლინის კედელია.


1990-იანი წლებიდან მსოფლიო ისტორიის ცენტრი კვლავ სირია-პალესტინა, ირან-ავღანეთ, კავკასია-შუამდინარეთის რეგიონს უბრუნდება, რომლის ბუნებრივი ცენტრიც კავკასია-შუამდინარეთია: ერაყის ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, ავღანეთის ომი, ომი სირიაში, ისრაელის ომები.


მსოფლიო ისტორიის 6000 წლიდან 5000 წელი კავკასია-შუამდინარეთი მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო. ამ ცენტრში გაძლება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. 1453-1991 წლებში საქართველო თავის ბუნებრივ ცხოვრების წესს იყო გადაჩვეული, პოლიტიკურად ამ პერიოდში საქართველო მოკვდა (1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და 1465 წელს საქართველო სამეფო-სამთავრო-სათავადოებად დაიმსხვრა), რადგან მსოფლიო ისტორიის ცენტრი დროებით დასავლეთში იყო გადატანილი და კავკასია-შუამდინარეთი გეოპოლიტიკურ ჯურღმულად იყო ქცეული. 1991-დან მსოფლიო ისტორიული ცენტრი კვლავ კავკასია-შუამდინარეთში ბრუნდება, რაც ერთდროულად სახიფათოცაა და უდიდეს შესაძლებლობათა მომტანიც არის! მკვდრეთით აღდგენას გილოცავ საქართველო! “– წერს მასხარაშვილი.


www.newsreport.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up