მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მთავრობის ხარჯის შენელება - რატომ მყარდება ლარი?

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და მთავრობის ხარჯის შენელება - რატომ მყარდება ლარი?

access_time2022-02-01 11:00:01

ბოლო რამდენიმე თვეა ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, უკანასკნელად ეროვნული ვალუტა ასეთი მყარი 2020 წლის სექტემბერში იყო. 2021 წელს ქართული ვალუტა მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა. წლის პირველ ნახევარში ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაფიქსირდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.45 ლარსაც კი გადააჭარბა, წლის მეორე ნახევარი შედარებით სტაბილური იყო. 2021 წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, მათგან 7 იანვარ-აპრილში, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა.


რის ხარჯზე მყარდება ბოლო პერიოდში ლარი, როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, ინვესტიციების კლებაა და ლირაც უფასურდება.


თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ძლიერი შემოდინებები, ტურიზმის აღდგენის მაღალი ტემპი და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ლარის გამყარების ტრენდს.


„შემოდინებები ძლიერია, მათ შორის ტურიზმის აღდგენა კარგად მიდის, მეორე მხრივ მონეტარული პოლიტიკა ლარში არის საკმაოდ მკაცრი, რაც გამოიხატება მაღალ საპროცენტო განაკვეთში, ასევე ფულადი აგრეგატების შედარებით დაბალი ტემპით ზრდაში. მოლოდინების ფორმირებაზე თვითონ კურსიც ახდენს გავლენას, მაგალითად როცა კურსი სტაბილურია და მყარდება არსებობს მოლოდინი რომ ის კიდევ უფრო გამყარდება, ესეც ახდენს გავლენას, რადგან მაგალითად თუ იანვარში დეპოზიტების წინასწარ მაჩვენებლებს დავუკვირდებით ლარში გადადინება ბევრად მეტია ვიდრე ადრე იყო.


პროგნოზებს რაც შეეხება, არ ვიტყოდი რომ ლარი ზედმეტად გამყარებულია თუმცა ჩემი აზრით სადღეისო კურსი ზომიერად ოპტიმისტური არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა მყარდება ეს არ ნიშნავს რომ ის ყოველთვის გამყარდება, ტრენდი შეიძლება გარკვეულწილად შეიცვალოს.



რუსეთ-უკრაინის რისკი ჯერჯერობით იმხელა მნიშვნელობას არ ახდენს. თუმცა თუ მთავრობის ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთებს შევხედავთ, იქ გარკვეული ნეგატივი ფიქსირდება. არსებული ვითარება თუ შენარჩუნდა მაინც არ მგონია რომ ჩვენზე გავლენა მოახდინოს, თუმცა საომარი მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში გარკვეული ზეგავლენა ექნება. ჩვენი სცენარით, საომარი კონფლიქტის შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით 10%-იანი, ხოლო რუსეთი ეკონომიკის 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი, გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, ხოლო რუსეთის შემთხვევაში დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება. მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს ისეთი თანხაა რისი მართვაც შესაძლებელია, ამიტომ ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია“,
- ამბობს ოთარ ნადარაია.


Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და იანვარში მთავრობის შენელებული ხარჯვა.


„ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც 10.5%-ია ამას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ვიღებთ თუ რატომ არის ლარი მყარი. 2022 წლის იანვარში ლარის გამყარების ფაქტორზე მოქმედებს ის, რომ მთავრობის ხარჯვა არის შენელებული და ის დეპოზიტებს აგროვებს.


როდესაც რეგიონში იყო რისკ ფაქტორები და მისი მოლოდინები აისახებოდა ლარზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამას ვერ აკავებდა. დღეს მართალია რეგიონში რისკი არის, თუმცა საპროცენტო განაკვეთი იმდენად მიმზიდველია, რომ ვფიქრობთ თუ რუსეთ-უკრაინას შორს არსებული პრობლემის რეალიზება არ მოხდა, ლარის კურსი 3-3.15-ს ფარგლებში იქნება, ხოლო რისკის რეალიზაციის შემთხვევაში ეს რეგიონის ვალუტებზე გავლენას იქონიებს და შესაბამისად ლარიც გაუფასურდება. ერთი რამ რაც გამოიკვეთა როდესაც ლირა უფასურდებოდა, მას მიყვებოდა ლარიც, მაგრამ ახლა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ეს დამოკიდებულება არასწორია და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში და ლარი ლირას აღარ მიყვება“,
- განმარტავს ლაშა ქავთარაძე.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის საბაზო სცენარის თანახმად, 2021-2024 წლებში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით უცვლელად შენარჩუნდება. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2022 წელს 4%-ით გამყარდება, პესიმისტური სცენარის მიხედვით კი 6%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი.


ეროვნული ბანკის შეფასებას ლარის გამყარების ტრენდთან დაკავშირებით Commersant პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up