საკეისრო კვეთების საგანგაშოდ გაზრდილი რაოდენობა, ექიმების ფინანსური დაინტერესების და უპასუხისმგებლობის შედეგია“

საკეისრო კვეთების საგანგაშოდ გაზრდილი რაოდენობა, ექიმების ფინანსური დაინტერესების და უპასუხისმგებლობის შედეგია“

access_time2018-07-18 11:00:00


„ექიმებისთვის უწყვეტი განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლება საკეისრო კვეთებს ნამდვილად შეამცირებს. თუმცა ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება,“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა და მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა.


როგორც ცნობილია, გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. დაჯარიმებულებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი სამშობიარო კლინიკები, როგორიცაა სს ჩაჩავას ლინიკა,,შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, შპს დავით დავარაშვილის კლინიკა, შპს იმედის კლინიკა, შპს ჰერა 2011.



როგორც სინაურიძე აცხადებს, საკეისრო კვეთების არ შემცირების ტენდენცია მულტიფაქტორული პრობლემაა. მისი თქმით, აქ პრობლემა კომპლექსურია. კერძოდ, მოსახლეობას არ აქვს შესაბამისი განათლება, თუ რამდენად ცუდია და რთული საკეისრო კვეთა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. მით უფრო თუ საქმე გვაქვს განმეორებით საკეისრო კვეთასთან, რაც ძალიან ხშირია. ანუ, როდესაც ქალს პირველ შემთხვევაშიც აქვს საკეისრო და მეორედაც იკეთებს.



გარდა ამისა, საყურადღებოა ექიმების ფაქტორიც ,რომლებიც პაციენტებთან საკეისრიოს ერთგვარ პოპულარიზაციას ახდენენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ მცირდება საკეისრო კვეთების რაოდენობა, ამას ემატება ექიმების ფინანსური დაინტერესება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.




„წლების განმავლობაში, ექიმების მიმართ სამწუხაროდ, იმდენად არასწორი პოლიტიკა მიდიოდა, რომ დღეს მედპერსონალი დაშინებულია. ყველა ლეტალურად დასრულებულ შემთხვევას ექიმს აბრალებდნენ. ამიტომ, დღეს ექიმი ამჯობინებენ გააკეთონ  საკეისრო, რადგან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაკლებია. მისთვის საკეისრო მარტივი გზაა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა და მასთან დაკავშირებული რისკები . გამოდის, რომ ექიმები უფრო მარტივ გაზეზე მიდიან. ეს უფრო მარტივი გამოსავალის ძებნა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა,“-აცხადებს სინაურიძე.



შექმნილ სიტუაციაში სინაურიძე გამოსავალს ექიმების მუდმივ გადამზადებაში და საზოგადოების განათლების დონის ამაღლებაში ხედავს. მისი განცხადებით, სახელმწიფომ აამოქმედა რეგულაცია,თუმცა, კარგი იქნებოდა ფინანსურ სანქციებამდე უწყვეტი განათლების კურსები ყოფილიყო აღდგენილი.



„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რელიცენზირების აღდგენა. არ შეიძლება საქართველოში copy-paste-ით ყველაფრის გადმოტანა. 82 ქვეყანაში ვარ ნამყოფი როგორც ექიმი და არსად არ არსებობს ულიცენზიო ექიმი, რომელმაც ერთხელ აიღო ლიცენზია და მაგით დაამთავრა. შესაბამისად, ექიმებისთვის უწყვეტი განათლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლება ნამდვილად გამოიღებს შედეგს,“-აცხადებს სინაურიძე.



როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას 2017 წლის პირველი მარტიდან ახორციელებს.კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რაც შეეხება ჯარიმების დაკისრებას,აღნიშნული სანქცია საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების არ დაფიქსირების შემთხვევაში წესდება.



როგორც სოციალური მომსახურების საააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მაღლაკელიძე- ხომერიკი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, ვისაც 1 წელში 750 საკეისრო კვეთა არ ექნება ჩატარებული. საუბარია, თბილისზე, ბათუმზე და ქუთაისზე.



მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი რამდნეიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ჯარიმის თანხა შემდეგნაირად დაიანგარიშება: საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობა (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ჩატარდა. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას - 500 ლარს.
ხომერიკის განმარტებით, აღნიშნული სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up