„კომერსანტის“ ექსკლუზივი : მიზანმიმართული კორუფცია თუ მცირე კლინიკების ჩაძირვის სქემა

„კომერსანტის“ ექსკლუზივი : მიზანმიმართული კორუფცია თუ მცირე კლინიკების ჩაძირვის სქემა

access_time2020-10-06 12:00:40

ექსკლუზიურად „კომერსანტისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანება გახდა ცნობილი, ბრძანება რომელიც არაოფიციალურია და მასზე ღიად არავინ საუბრობს. საქმე ეხება სავარაუდო კორუფიულ სქემას, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლისტ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვება, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს.

 

„კომერსანტის“ ექსლუზიური ინფორმაცია, სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ ჰოსპიტალურ სექტორშიც დადასტურეს. კლინიკების უმეტესობაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ თემაზე ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები ღიად საუბარს ერიდებიან. პრობლემაზე ღიად საუბრობს და ჯანდაცვის სამინისტროს უპირისპირდება „კლინიკა გულის“ დამფუძნებელი, ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია. იგი აცხადებს, რომ ტიკარაძის უწყებას აქვს კლინიკების შავი სია, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პაციენტები არ უნდა გადაიყვანოს. ამ შავ სიაშია „კლინიკა გულიც“. კარდიოლოგი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პაციენტებს არაპროპორციულად ანაწილებს და პაციენტები მხოლოდ იმ მრავალფროფილურ კლინიკებში მიჰყავთ, რომელთაც ბაზარი მონოპილიზირებული აქვთ. ექიმის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მონოპროფილურ კლინიკებს ანადგურებს, რის შედეგაც უახლოეს მომავალში საავადმყოფოები დახურვის საფრთხის წინაშე დადგებიან.

 

კლინიკაში პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოჰყავთ თუ მან სასწრაფოს ექიმებს უთხრა, რომ მისი მკურანლი ექიმი მე ვარ და სხვა კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. ამ მდგომარეობაში ვართ მას შემდეგ, რაც არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშა. პაციენტები მხოლოდ მრავალფროფილურ კლინიკებში მიჰყავთ. თალაკვაძემდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია იყო, მან ამ რთულ სიტუაციას თავი ბრწყინვალედ გაართვა. მისი მმართველობის პერიოდში პაციენტები ტერიტორიული პრინციპით და რიგითობით ნაწილდებოდა, რა დროსაც ყველა კმაყოფილი ვიყავით.

 

მონოპროფილურ კლინიკებს გვანადგურებენ, გვსპობენ კლინიკებს, რომლებმაც ჩვენი შრომით წარმატებას და ავტორიტეტს მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა მონოპროფილური კლინიკები განადგურდება. პრობლემა იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ კუალიციური მთავრობა შეიქმნება, მთავრობა რომელიც იზრუნებს სახელმწიფოზე და არა ერთსა და იმავე კლინიკებზე. ამ კლინიკებს ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები უმაგრებენ ზურგს. მე თავს უპატრონოდ ვთვლი, რადგან არავინ ჩემს ზურგს უკან არავინაა, ვისაც პატრონი ჰყავს ისინი თავს კარგად გრძნობენ. ეს არის მიზანმიმართული კორუფცია და მცირე, სახელოვანი კლინიკების ჩაძირვა“, - განაცხადა აზნორმ მელიამ.

 

ჰოსპიტალურ სექტორიში არსებულ პრობლემაზე ასევე ღიად ლაპარაკობს „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე. ინტერვენციული კარდიოლოგი „კომერსანტთან“ იმ სავარაუდო სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მონოპროფილურ კლინიკებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პაციენტები არ გაჰყავს. მედიცინის დოქტორი აცხადებს, რომ პაცენტები კლინიკებში პროპორციულად არ ნაწილდება.

 

„გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 112-ის სამსახურს ბრძანება მიეცა, სპეციალიზირებულ კლინიკებში პაციენტები არ გადაიყვანონ. გადაწყვეტილება ოფიციალურად არ არის დადსტურებული, თუმცა შიგნით 112- ის სამსახურის მენეჯერებისგან გავიგეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტორსგან არის დირექტივა ჩვენთან, კლინიკა გულში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში და ა.შ. პაციენტები არ გადაიყვანონ. პაციენტი ჩვენთან მხოლოდ პირადი მოთხოვნის შემთხვევაში მოჰყავთ. 112-ს ადამიანები ძირითადად მრავალპროფილურ კლინიკებში გადაჰყავთ რა დროსაც, ხშირად პაციენტებს არაკორექტულად ექცევიან, ეუბნებიან რომ მათთვის მისაღები კლინიკა არ მიიღებს, ბევრ მიზეზს ამბობენ, რათა სპეციალიზირებულ კლინიკებში არ გადაიყვანონ. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, ჩვენს საქმიანობაში ხელის შეშლა და პაციენტების უფლებების დარღვევა. ჩვენი მრავლობითი მცდელობა შევხვდეთ ავთანდილ თალაკვაძეს უშედეგოდ დასრულდა. კარგი იქნება თუ ის ამ კითხვებს უპასუხებს, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება შეხვედრის, ვთხოვეთ რამდენჯერმე, მაგრამ არ გხვდება. წარმოიდგინეთ ჩვენ, რომ რეიტინგი არ გვაქოდეს და 112 გვიბლოკავდეს პაციენტების მოყვანას საქმე დახურვამდე მივიდოდა“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძე.

 

ჩაფიძის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივა ხოჭოლავა აცხადებს, რომ პაციენტი კლინიკაში უმეტესად იმ შემთხვევაში შეჰყავთ, თუ ადამიანმა თვითონ მოითხოვა  ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გადაყვანა.


 

ამავე კლინიკის ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე ალადაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ იკლო მონოპრფილურ კლინიკებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შეყვანილი პაციენტების რაოდენობამ.

 

„პაციენტები სასწრაფოს შემოჰყავს, უბრალოდ კორონავირუსის გამო მიმართვიანობა შემცირდა. აღსანიშნავია კიდევ ის ფაქტი, რომ კარდიოლოგიური მიმართულებით საქართველოში არის 5 ჯერ მეტი კლინიკა ვიდრე საჭიროა, შესაბამისად პაციენტები გაიფანტნენ“, - ალექსანდრე ალადაშვილი.

 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა პასუხი აქვს ამ უმძიმეს ბრალდებებზე ჯანდაცვის სამინისტოს. რა სქემით მუშაობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, როგორ ხდება პაციენტისთვის კლინიკის შერჩევა და რატომ ვერ ხვდებიან ადამიანები პატარა, მონოპროფილურ კლინიკებში, ამ კითხვებით ავთანდილ თალაკვაძის უწყებას მივმართეთ.


სახელმწიფო უწყებისგან მივიღეთ პასუხი, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სქემით, რაც მათი ინფორმაცით გულისხმობს პაციენტთა შესაბამისი სერვისების მქონე უახლოეს კლინიკაში ტრანსპორტირებას. ავთანდილ თალაკვაძის უწყებაში პრობლემის არსებობას არ აღიარებენ და  ამბობენ, რომ ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ძირითადი პრინციპები ემყარება პაციენტისთვის დროული, ხარისხიანი და სრულყოფილი სერვისების შეთავაზებას.


„ცენტრისთვის უცნობია რა იგულისხმება მონოპოლისტ მრავალპროფილურ კლინიკათა საკითხში - იმდენად, რამდენადაც მსგავსი გამოწვევა სასწრაფო დახმარების სამსახურში ცალსახად არ არსებობს. ჰოსპიტალიზაციის სქემით გათვალისწინებულ ნუსხაში შესულია გადაუდებელი დახმარების მიღებისთვის საჭირო ძირითადი სერვისების მიმწოდებელი კლინიკები. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს როგორც ქსელური, ასევე არაქსელური სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია იმისდა მიუხედავად ხორციელდება - თუ რომელ კომპანიას ან ქსელს წარმოადგენს იგი. ცენტრისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პაციენტთა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში განთავსება, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან დროულად, სრულყოფილად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.  ცენტრი პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მათ ისეთ კლინიკაში ტრანსპორტირებას, სადაც ადგილზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სერვისი. აღნიშნული შემდგომში პაციენტთა სხვა კლინიკაში მკურნალობის მიზნით გადაყვანის საჭიროების პრევენციას ახდენს“, - აცხადებენ სახელმწიფო უწყებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმიწფო უწყებაში პრობლემის არსებობას არ აღიარებენ, ფაქტია რომ ჰოსპიტალური სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, აქედან გამომდინარე მედიაჰოლდინგი აგრძელებს თემაზე მუშაობას და ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდო კორუფიულ სქემაზე დამატებით მასალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up