მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

access_time2020-05-25 20:00:15

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ აშინიანის ოჯახსიგარეტის ექსპორტ ახორციელებს და ეს სიგარეტი რუსეთში უნდა გაიყიდოს, თუმცა, საბუთების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იგზავნება.


როგორ აფასებ ამ ფაქტს  ოფიციალური თბილისი? თუ ქონდათ კომუნიკაცია  კოლეგებთან სომხეთში?  როგორ შეაფასებს  მიკაელ მინასიანის სკანდალურ განცხადებას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი საგანელიძე? - სანამ ამ კითხვებზე პასუხს დაინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება  მოგვაწვდის, მანამდე „კომერსანტი“ სომხეთის საგამოძიებო  მიმართულებით მომუშავე გამოცემის  politik.am-ის მთავარ რედაქტორ ბორის  მურაზს დაუკავშირდა. სომხეთში მაღალი დონის კორუფციასა და ქვეყანაში პოლიტიკურ თამაშებზე მას ბევრი ინფორმაცია აქვს.


-სკანდალი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, აშკარად კორუფციული ხასიათისაა - როგორც ვიცით, რუსეთში სიგარეტების დიდი პარტიის კონტრაბანდულად  ჩატანისფაქტ გამოვლინდა, ამ სქემაში ოკუპირებული აფხაზეთიც ფიგურირებს. რა იცით ამასტან დაკავშირებით და ზოგადად, რამდენად თავსებადია ასეთი მოვლენები ნიკოლ აშინიანის, როგორრეფორმატორის რეპუტაციასთან?

 

-თუ ჩვენ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, სომხეთში, მოაზროვნე ადამიანებისთვის, მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან  2-3 დღეში ყველაფერი ცხადი გახდა. შესაბამისად,  არავითარი რევოლუციური ცვლილებები მთავრობის პოლიტიკაში და მართვის სტილში არ მომხდარა. თავად ფაშინიანი, როგორც პოლიტიკოსი, სწორედ იმ წრეში ჩამოყალიბდა  და ძველი ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული ენა ყველაზე კარგად ესმის.


მის გუნდში წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელია, თანაც, არა საუკეთესო.  იმ მთავრობას ცუდთან ერთად ბევრი კარგი კადრიც ჰყავდა - როგორც მინისტრების, ასევე მათი მოადგილეების დონეზე. თუმცა, ისინი ახალ გუნდს არ შეუერთდნენ. ფაშინიანის მთავრობას ყველაზე უარესები შეუერთდნენ  - კარიერისტები, რომლებმაც  დროულად მოასწრეს, ჩასაძირად განწირული გემიდან ჩამოხტომა, ფაქტობრივად, ისინი მოღალატეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი თანაგუნდელები გაყიდეს.

 

ეს ინციდენტი, კონტრაბანდას ვგულისხმობ, და არა მხოლოდ ეს, პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის საქმიანობას როგორც კორუფციულს ისე  წარმოაჩენს. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ორი საქველმოქმედი ფონდი შექმნა, სადაც კორუმპირებული ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები დიდ თანხებს რიცხავენ.როდესაც ჟურნალისტებმა პრემიერ ჰკითხეს - „რას ფიქრობს ის იმაზე, რომ ეს ფული მოპარულია?“, - ფაშინიანმა უპასუხა - „აჯობებს ეს ფული სომხეთის მოსახლეობის სასიკეთოდ დაიხარჯოს, ვიდრე მათ ჯიბეში დარჩეს“.


თუმცა, გასაგებია, რომ ის, ვინც ფულს ამ ტიპის ფონდებში რიცხავს, ხვალ რაღაცას სათავისოდ აუცილებლად მოითხოვს.


რევოლუციის დროს ფაშინიანი ხალხს სულ სხვა რამეს დაჰპირდა. თუმცა,  არა იმას, რომ კორუფციონერებისგან ფულს მიიღებდა და მათი მფარველი გახდებოდა. დაპირებები სულ სხვა იყო  და დღეს ეს არავის ახსოვს. ხშირად, იმ სომხებისგან, ვინც სომხეთში არ ცხოვრობენ, გამიგია, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, რომ პოლიცია უფრო კანონიერად მუშაობს და ა.შ. სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვანაირია - მაგალითად, პოლიცია საერთოდ არ შეცვლილა და ადამიანებზე ისევ, ძველებურად, ძალადობს. 



რაც ეხება, თქვენს მიერ დასახელებულ ფაქტებს, წარმოიდგინეთ, ისინი კონტრაბანდის ფაქტზე  სამჯერ ზედიზედ გამოიჭირეს. არადა, ეს მაღალჩინოსნები მთელ ქვეყანას აკონტროლებენ, თუმცა, იმდენად არაკომპეტენტურები არიან, რომ ელემენტარული კორუფციული სქემაც კი ვერ ააწყვეს. ისინი ბიზნესშიც ვერ  ერკვევიან, რუსეთში და სომხეთში რა კანონები მუშაობს და მათგან თავის არიდების რა სქემები არსებობს , საერთოდ არ იციან.


-როგორც ცნობილია, აფხაზეთში ძალიან დიდი სომხური დიასპორაა. აქვს თუ არა ამას რაიმე გავლენა ერევნის პოლიტიკაზე ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით?

 

-არ  ვარ აფხაზეთის საკითხში ექსპერტი, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ კონტრაბანდისტებისთვის, აფხაზეთია ეს თუ რომელიმე სხვა ტერიტორია - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მათი მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა. სულ ეს იყო.


დანარჩენზე - აფხაზეთზე, საქართველოზე, დევნილებზე, აფხაზეთში მცხოვრებ სომხებზე - ისინი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. მათ ფასეულობათა სისტემაში ეს უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი საკითხებია. 


ზუსტად ვერ გეტყვით, იქ რა სქემა მუშაობს  და აფხაზეთიდან რუსეთში ეს სიგარეტი როგორ უნდა ჩაეტანათ. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ოპერაციაში ჩართულები იყვნენ რუსული კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია ოფიციალურად არ არსებობს, და სომხური, რომელიც იურიდიულად, საბუთების მიხედვით, სომხეთის ტერიტორიაზე, რევოლუციის შემდეგ, არც კი მუშაობს.


თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს რაღაც კორუფციული სქემაა და ის მმართველი ძალის რომელიღაც  მაღალჩინოსანთანაა დაკავშირებული. თუმცა, სახელს ვერ გეტყვით, რადგანაც ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არა მაქვს.


ის, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, იქიდანაც ჩანს, რომ მთავრობა ძალიან დიდხანს დუმს. თუმცა, ეს არის კონტრაბანდის მესამე წარუმატებელი შემთხვევა და რაღაც ახსნა-განმარტების გაკეთება მაინც მოუწევთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ისინი კარგი ვერსიის მოფიქრებას ცდილობენ, რომელიც მათ პასუხისმგებლობას თავიდან აარიდებს.


თუმცა, ეს არ გამოვა  - ხალხი, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა, ამ ხელოვნურ ახსნა-განმარტებას არ მიიღებს.


-როგორც ცნობილია, სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ხოლო ქართული კანონმდებლობით, ყოველგვარი, მათ შორის ეკონომიკური კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიებთან ოფიციალურად კონტროლორებადი გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, აკრძალულია. როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

 

-ძნელი სათქმელია ამ საქმის ირგვლივ ხვალ-ზეგ რა ფაქტები ამოტივტივდება და სიტუაცია როგორ განვითარდება. კიდევ ერთი, ჩვენ ვნახეთ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არაკორექტული გამონათქვამი საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თაობაზე, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა. ეს ყვეკლაფერი არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ ადამიანებმა მეზობლებთან ურთიერთობების წესებიც კი არ იციან, მათთვის არაფერია ცნობილი დიპლომატიაზე ან ორმხრივი ურთიერთობების ნიუანსებზე.


მათთვის უცნობია სხვა ქვეყნებზე რისი თქმა შეიძლება და რისი არა და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება. საქართველო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რადგანაც ის ჩვენთვის გარე სამყაროში მთავარი კარიბჭეა. ვიმედოვნებ, სერიოზულ გართულებებამდე საქმე არ მივა.


თენგიზ აბლოთია

 





შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება
access_time2023-02-07 00:30:47
...

მიწისძვრის შედეგად სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს

მიწისძვრის შედეგად  სირიის რეგიონში 4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
access_time2023-02-06 23:55:12
ორშაბათს გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში, რომელიც ორშაბათს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალდა,  4,1 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ დახმარებას...

Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს

 Dell-ი 6650-ზე მეტ თანამშრომელს ათავისუფლებს
access_time2023-02-06 23:00:27
Dell-ი  თანამშრომლების 5%-ის გათავისუფლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას cnnbusiness ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო. Dell დაახლოებით  133,000 ადამიანს ასაქმებს, როგორც კომპანიის  წარმომადგენელმა cnn-ს უთხრა ეს 5% იანი შემცირება იქნება რაც რაოდენობრივად 6500-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.   კომპიუტერულმა...

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს

წინასწარი მონაცემებით თურქეთის მიწისძვრა  $1 მილიარდზე მეტ ზარალს გამოიწვევს
access_time2023-02-06 21:00:48
თურქეთსა და სირიაში  ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასობით შენობა განადგურდა. წინასწარი მონაცემებით ზარალი  1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა reinsurancene  აქვეყნებს.   მონაცემების თანახმად, ზარალმა შესაძლოა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე შეადგინოს.   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრებს 1939...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
access_time2023-02-06 19:55:44
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით  იუწყება, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპა. თურქეთის ქ.ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის - ო.ც.-ს დაღუპვა საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.   „საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია საელჩოს...


მსგავსი სიახლეები

up