მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოება კვლავ მზად  არის  ხელისუფლება  „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოება კვლავ მზად არის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს

access_time2020-10-28 19:04:39

„თითქმის ყველა უბანში ვიყავი მისული ჩემს გუნდთან ერთად და მთავარი განწყობა, რომელიც დავინახე, იყო ის, რომ ჩვენი საზოგადოება კვლავ მზად არის ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ ჩააბაროს. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან. ვეტერანებს შევხვდი, პედაგოგებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს. ყველგან დამხვდა განწყობა, რომელიც მიმტკიცებს , რომ „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა“,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ასევე იმ გამოწვევებისა და გეგმების შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში უნდა განხორციელდეს.



დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა პროექტზე „სპორტი ყველასათვის" და განაცხადა, რომ სპორტი აუცილებლად გახდება ხელმისაწვდომი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ აქტივობებში.



„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ნაძალადევის რაიონს. სოციალურად დაუცველები, დევნილები, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროგრამით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ჩვენი მრავალრიცხოვანი დევნილები დაკმაყოფილდნენ ბინებით და ეს გაგრძელდება. დევნილებს აქვთ ეს ინფორმაცია და დიდი მოთმინებით ელიან. მომავალი 4 წლის განმავლობაში 15-20 ათასი დევნილი დაკმაყოფილდება. ეს მათთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება, მინდა მათ ეს გზავნილი გავუგზავნო და გავამხნევო.




აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მქონდა თემატური შეხვედრები, რომელიც ჩვენი ომის ვეტერანებთან შეხვედრით დავიწყე. ახლა ვიმყოფებით პარკში, რომელიც კახის და ჩემი პირველი დაპირება იყო. მახსოვს, სკეპტიკურად უყურებდნენ ამას, მაგრამ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ გაღიმებულს და ბედნიერს, რომ ასეთი პარკი არსებობს ნაძალადევის რაიონში. კიდევ ერთხელ მადლობა კახის და „ქართულ ოცნებას" ამ პარკისთვის. ასევე თემქის მოსახლეობა, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით ელოდება მასშტაბურ პროექტს, რომელიც განხორციელდება თემქის ხევში და იქნება გრანდიოზული. ამიერკავკასიაში მსგავსი პროექტი ჯერ არ განხორციელებულა. ამ გრანდიოზული პროექტით, დასასვენებელი პარკით 40 ათასი მაცხოვრებელი დაკმაყოფილდება და აქ ასევე იქნება სპორტული და გასართობი ცენტრები. ეს არის ჩვენი მიდგომა - დაპირება და შესრულება. ჩვენ ადამიანებს ყოველთვის ვესაუბრებით სიმართლეს და ეს არის ის საერთო, საზოგადო სიკეთეები, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ ხორციელდება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.



მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, იმისათვის რომ ყველა დაწყებული და დაგეგმილი პროექტი სისრულეში მოვიდეს, მნიშნელოვანია 31 ოქტომბერს, არჩევნებზე იყოს მაღალი აქტივობა და ამომრჩეველმა საკუთარი ნება მკაფიოდ დააფიქსიროს.



„ალტერნატივა როცა არ ჰყავს გუნდს, მისი კონკურენტი არის ის გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. აუცილებელია აქტიურობა, რომ ხალხის მხარდაჭერით ეს პროექტები გაგრძელდეს და განხორციელდეს, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ და ეს უნდა დაფიქსირდეს 31 ოქტომბერს, როცა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან. სამ დღეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. ერთად ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთობით კვლავ უნდა მივცეთ ლეგიტიმაცია იმ მნიშნელოვან პროექტებს და ძვრებს, რაც გვაქვს გაცხადებული. იმ ძალას, რომელიც ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ჩვენს ოჯახებს, ებრძვის ღირებულებებს, რომელზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია და ტრადიციები, შეუძლებელია მივცეთ უფლება, რომ რაიმე სახით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ გზა, რომელიც მშვიდობიანია, თავისუფალია და ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს, არ უნდა დავკარგოთ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up