მიხეილ ხიდურელი: ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე - „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი“ კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა

მიხეილ ხიდურელი: ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე - „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი“ კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა

access_time2022-06-03 14:40:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჩართულობით, თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ცენტრის (MRO) მიზანშეწონილობის კვლევა სრულდება.


„ქვეყნისთვის სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტზე - „თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი“ (MRO) კვლევამ დადებითი შედეგი გვაჩვენა. კვლევის დასვნით ეტაპზე გადასვლით დავინახეთ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას პროექტზე,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.


შეგახსენებთ, რომ კვლევას The USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ამერიკული ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan ახორციელებს, რომლის წარმომადგენლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს თამარ არჩუაძეს შეხვდნენ და განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ამ მიმართულებით.



საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, ინვესტიციების დეპარტმენტისა და აეროპორტების გაერთიანების გუნდის წარმომადგენლებმა, Frost & Sullivan-ის ექსპერტებთან ერთად მოინახულეს ქუთაისის აეროპორტის ტერიტორია; ამასთან, ექსპერტებმა ასევე შეისწავლეს თბილისის აეროპორტის ტერიტორია.


MRO-ს მიზანშეწონილობის კვლევაზე მუშაობა დასრულდება ზაფხულის ბოლოს და ის მოიცავს ამ მიმართულებით საქართველოს აეროპორტების პოტენციალის დეტალურ ანალიზს.


ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“





იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up