მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული კომპანია გავიდა იაპონიის ბაზარზე

მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული კომპანია გავიდა იაპონიის ბაზარზე

access_time2021-10-08 14:20:00

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ჟუჟუნა“ იაპონიის ბაზარზე გავიდა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ქართული კომპანიებისა და საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრის მიზნით“, -აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.



აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია „ჟუჟუნა“ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.




ამასთან, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.



„ჟუჟუნა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.



კომპანიას ამ ეტაპზე 14 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.









რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up