მიხეილ ხიდურელი - აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სფეროს მიმართულებით, რადგან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით კონკურენტული უპირატესობა გააჩნია

მიხეილ ხიდურელი - აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სფეროს მიმართულებით, რადგან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით კონკურენტული უპირატესობა გააჩნია

access_time2022-10-04 15:00:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლისაბონში, საერთაშორისო კონფერენცია Deloitte Shared Service Conference 2022-ში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორის მიღწევები და შესაძლებლობები გააცნო.



მიხეილ ხიდურელის თქმით, ბიზნეს სერვისების ე.წ. დისტანციურად მიწოდების სფერო დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა, რომელზე მუშაობაც 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.




„ამ მიმართულებით ჩვენ მართლაც ხელშესახები მიღწევები გვაქვს და დღეს საქართველოში ოპერირებენ ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა „მეიჯორელი“, რომელიც უკვე 3 ათას ადამიანს ასაქმებს საქართველოში, ასევე „კონცენტრიქსი“, რომელიც ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სფეროში მსოფლიოში ტოპ ხუთ კომპანიას შორისაა და ლიტვური კომპანია „გირტეკა“, რომელმაც სრულად გადმოიტანა საქართველოში საოპერაციო ცენტრი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, მათ შორის IT სპეციალისტების კვალიფიკაციით, ასევე ენობრივი უნარ-ჩვევებით. ეს არის ის უნარები, რასაც ეძებენ მსხვილი კომპანიები და ეს არის მიზეზი, რატომაც შეგვიძლია ასე წელგამართულმა ვისაუბროთ ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.



„Deloitte Shared Service Conference“-ი ბიზნეს სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკვე 25 წელია დიდი წარმატებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს სერვისების კომპანიების მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.







„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up